მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შინდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შინდი ბუჩქია, მაგრამ ზოგან 8 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება, ნაცრისფერ-მომწვანო ტოტებით, რომლებზედაც ერთიმეორის პირისპირ განლაგებულია ელიფსური, კვერცხისებრი ან ლანცეტა კიდემთლიანი ფოთლები, რომელთაც 3-5 გვერდითა რკალისებრი ძარღვი აქვთ, თანაფოთლები მას არ გააჩნია. ფოთლის სიგრძე 10 სმ-მდე აღწევს. ყვავილედის ძირში გარშემო განლაგებულია 4 სიფრიფანა ფოთოლაკიანი საბურველი. ყვითელი ყვავილები ბუჩქის შეფოთვლამდე იშლება.
ნაყოფი კურკიანია, წითელი, დასაწყისში მწკლარტე, შემდგომ კი მომჟავო-ტკბილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, უფრო ხშირად მარტში, მთაში კი აპრილში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვია ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2601 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

შინდი უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და ყირიმში. მისი ნაყოფი მეტად სასარგებლოა. შეიცავს: 10-17%-მდე შაქრებს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 3,5-4%-მდე ორგანულ მჟავებს (ლიმონმჟავას, ვაშლის, ქარვისა და  ნიკოტინის მჟავებს), პექტინებს, მთრიმლავ  და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს (1-5%), C  (50-160 მგ%) და P ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, კალიუმის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმისა და გოგირდის მარილებს. C  ვიტამინის შემცველობით შინდი ზოგჯერ შავ მოცხარსაც კი ჯობნის - მისი 100 გრამი ნაყოფი 50 მგ-ზე მეტ ასკორბინის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5583 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (0)

გვირილა: ყვავილთა სამეფოს კონკიაა - გარეგნულად მოკრძალებული, მაგრამ ძალიან სასარგებლო, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს ფლორის სხვა, უფრო მნიშვნელოვან და ლამაზ წარმომადგენლებთან შედარებით. იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს საოცარი მცენარე არ გამოუყენებია. მისი ნაყენი უებარი სავლებია ყელის, კბილის, ღრძილების ტკივილის დროს. პატარებს მისი ნახარში მუცლის ტკივილს უამებს. ეს მცენარე შედის მრავალი იმ მედიკამენტის შემადგენლობაში, რომლებსაც სტომატიტის, გინგივიტის, კოლიკის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ლათინური სახელი მატრიხ გვირილას იმის გამო ეწოდა, რომ უამრავ ქალურ პრობლემას შველოდა. ავიცენა გვირილას დაუძლურების დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5451 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-12 | კოომენტარი (1)


აბზინდა:
ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.
იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
აგროვებენ აბზინდას ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს, ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში: აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში) კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია. 
აბზინდას ნედლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 6074 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)



ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება რამდენიმე მსხვილი ლანცეტისებრი ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი,  ღ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4649 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

სალბი მრავალწლიანი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 20-80 სმ, იშვიათად 100 სმ. ფესვი ძლიერია, მერქნისებრი. ღეროები დატოტვილია, ქვემოთ მერქნისებრი. განვითარების პირველ წელს ქვემოთ ოთხწახნაგოვანია, ღეროს ძირში მოკლე, ხშირფოთლებიანი ყლორტებით. ფოთლები მოგრძოა, მოპირისპირე, ყუნწიანი, სიგრძით 2-8 სმ, სიგანით 0,8-2,5 სმ, ნაოჭიანი, შებუსული, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან, მონაცრისფრო-მწვანე. ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ ფოთლები იცვლიან ფერს მოვერცხლისფრო-ნაცრისფრად. ყვავილედი მარტივია ან დატოტვილი 6-7 ათყვავილოვანი ცრუ რგოლით. მოლურჯო-იისსფერი ყვავილები სხედან თანაყვავილედების უბეებში. ნაყოფი იშლება ოთხ ერთთესლიან კაკლუჭად. ყვავილობს მაის-ივნისში. 
ნედლეულის შეგროვებას აწარმოებენ ნაყოფის შემოსვლის დროს, ივლისის დასაწყისიდან ო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3938 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

ძირტკბილა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ. ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  მცენარეა იმ სამკურნალო მცენარეებს შორის, რომელთა დამზადება ხდება სამრეწველო წესით. მისი მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დასამზადებელ ნედლეულს, შედგება დედა-ფესვისაგან და ვერტიკალური ჰორიზონტალური ფესურებისაგან, რომლებიც ქმნიან მრავალფენიან გადახლართულ და ნიადაგში ჩამაგრებულ დამატებით ფესვთა ქსელს. ისინი თითქმის 8 მ-ის სიღრმეზეა ჩასული და აღწევს გრუნტის წყლებს.
მიწისზედა ყლორტები ამოდიან არამარტო ძირითადი ფესვიდან, არამედ ჰორიზონტალური ფესურებიდანაც.
ღეროები შიშველი ან მოკლედ შებუსულია, საზოგადოდ, იშვიათად მიმობნეული წერტილოვანი ჯირკვლებით ან ჯირკვლოვანი ხორკლებით. ფოთლები კენტფრისებრრთუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2982 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

ფურისულასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ფურისულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებითაა (სახემშვენიერა, ფილოსულა, ფურის ია, ფურის ძუძუ, ფურისვილა, ვაშლისუნა) ცნობილი, მრავალწლიანი, ტყეებსა და ტყისპირებში გავრცელებული ადრე მოყვავილე მცენარეებია.
ფურისულების და მათ შორის გაზაფხულის ფურისულას ფოთლები ღეროზე მიწისპირად, ჯგუფურად (როზეტად) არის განლაგებული.
გაზაფხულის ფურისულას წაგრძელებული, კვერცხისებრი ფოთლები გვერდებზე ფრთებჩავლებულყუნწიანია, ფრთები ფოთლის ფირფიტის გაგრძელებას წარმოადგენს.
ყვავის აპრილ-ივნისში და უფრო ადრეც, ახასიათებს ც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2894 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

ძირმწარასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ხარისჩლიქა 10 სმ-მდე სიმაღლის, მოკლე ბუსუსებით შემოსილი, მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა. მიწის ზედა ნაწილები სუნითა და გემოთი წიწაკის მსგავსია, გასრესილი ფესურა კი კატაბალახას (კატაპარიას) სუნს გამოსცემს.
ფესურიდან ორი (იშვიათად სამი) გრძელყუნწა ფოთოლი ამოდის, ფოთლები საერთოდ მორიგეობითაა განლაგებული, მაგრამ ზოგჯერ ფოთლების ყუნწები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ მოპირისპირედ განწყობის შთაბეჭდილებას ქმნის. თოვლის ქვეშ მოყოლილი ფოთლები, მარადმწვანე მცენარეების მსგავსად, ხშირად კარგად გადაიზამთრებს ხოლმე. ფოთლი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2306 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

« 1 2 ... 10 11 12 13 »