მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სამკურნალო მცენარეები

გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ სამკურნალო მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ საგულე გლიკოზიდებს; სინთეზური გზით მიღებული პრეპარატები ყველაზე ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა სწორედ გულის დაავადებების სამკურნალოდ. საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეებიდან მნიშვნელოვან

 ყურადღებას იპყრობს ქენდირისებრთა ოჯახი. ქენდირისებრნი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ ზონაში. ამ ზონის მცენარეებიდან ფართოდ გამოიყენება სტროფანტის თესლები. სუბტროპიკებში და ზომიერი კლიმატის პირობებში მედიცინაში გამოიყენება იმავე ოჯახიდან ოლეანდრე და ქენდირი, რომლებიც შეიცავენ გულის გლიკოზიდებს.
ჩვენი ფლორის ქენდირისებრთა ოჯახიდან ყურადღებას იქცევს გველის სურო.
გველის სურო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3005 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

ბელადონა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, ფესურითა და მრავალრიცხოვანი მსხვილი დატოტვილი ფესვით. ღეროები სქელია და წვნიანი, წებოვან-ბუსუსოვანი, იზრდებიან თითო-თითოდ ან რამდენიმე ერთად, სიმაღლით 1-2 მ. მცენარის ზედა ნაწილში ტოტები კვლავ იტოტებიან. ფოთლები ხშირია, მუქი მწვანე. ისინი მორიგეობითია და დაწყვილებული. წყვილში შემავალი ერთი ფოთოლი სიდიდით ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება მეორეს, ხოლო ღეროზე ისეთნაირად არიან განლაგებულნი, რომ ერთმანეთს არ ფარავენ და ქმნიან თავისებურ "ფოთლების მოზაიკას". დიდი ფოთლები ელიფსურია, მისი წყვილი პატარა კი – კვერცხისებური ფორმის, წამახვილებული. ყვავილი მარტოულია, თავდახრილი. ვითარდება ფოთლის უბიდან. ჯამი ხუთკბილაა, გვირგვინი სწორია, მილისებრი, ხუთი, ოდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2312 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

ბარამბო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ლიმონის დამახასიათებელი სუნითა და დატოტვილი ფესურით. ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, დატოტვილი, ფოთლები მოპირისპირეა, ქვედა ფოთლები სხედან გრძელ ყუნწებზე, გულისებრ-კვერცხისებრია, ზედა _ მოკლე ყუნწებზე, რომბისებრი ან მოგრძოა. ყველა ფოთოლი ღრმად არის დაკბილული. ყვავილები მჯდომარეა, სხედან ზემოთა ფოთლების უბეებში. გვირგვინი ბაცი ყვითელია თეთრი ან მოვარდისფრო, შეზრდილია მილისებურად, ორტუჩიანია, ნაყოფი მშრალია, იყოფა 4 კაკლურად. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.
ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.
ნედლეულად იყენებენ ფოთლებსა და ღეროს კენწრულ ნაწილს. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთს, ტანინს.
ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3196 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

ასფურცელა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ, ჰორიზონტალური, დატოტვილი, გახევებული ფესურით. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველი ან ოდნავ შებუსულია. ფოთლები მორიგეობითია, ელიფსური, 20 სმ-მდე სიგრძისა და 3-10 სმ სიგანის, ორმაგფრთისებრდანაკვთული, ქვედა – ყუნწიანი; ზედა – უყუნწო. კალათა ყვავილედი, დიამეტრით 12 სმ, ნახევრადსფერულია, შეკრებილია ღეროს წვერში ფარისებრად. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია, მილისებრი, გვერდითი – ბუტკოიანია, შიგნითა – ორსქესიანი. ნაყოფი მოგრძო, წიბოებიანი თესლია.
ასფურცელა ყვავილობს ივლის-სექტემბერში, თესლი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე.
ნედლეულა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2028 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

         

ბალბა – ერთწლიანი (მრავალწლიანი) ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში – ჩიტიპურას, ხევსურეთში – აბაზას, მესხეთ-ჯავახეთში – კორკოტინას, რაჭაში – მოლოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი, კიდედაკბილული, ზემოდან ოდნავ შებუსული, ხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2628 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (2)

ასისთავა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი როგორც სამკურნალო მცენარე. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს. ღერო წვრილია, ოთხწახნაგოვანი, შეფოთლილი, დატოტვილი, რომელიც თავდება ფარისებრი თანაყვავილედით. ყვავილები პატარაა, მუქი ვარდისფერი. როზეტის ფოთლები უკუკვერცხისებრია, ბლაგვი, 5 რკალისებური ძარღვით; ღეროს ფოთლები მოპირისპირეა, ნახევრადღერომხვევი, წაგრძელებულკვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, სიგრძით დაახლოებით 3 სმ, სიგანით 1-1,5 სმ, 3-5 ძარღვით. ყველა ფოთოლი კიდემთლიანია.
ყვავილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2188 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

აკაკი თელისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხეა, რომლის სიმაღლე 7 (იშვიათად 12) მ-ია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია. ბოლოში წაწვეტილი, ნაპირებში ხერხკბილა, ხეშეში, ზემოდან მქისე, ქვემოდან შებუსვილი, ძარღვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანია და ფოთლების იღლიებშია განლაგებული თითო-ოროლა, ყლორტების ძირში ხშირად განლაგებულია მამრობითი (ცალსქესიანი) ყვავილებიც. ნაყოფი 1 სმ-მდე სიმსხოს კურკიანაა, მოწითალო-ყვითელი, მოყავისფრო ან უფრო მუქი, ზოგჯერ თითქმის ცისფერი, ნაცრისფერი ნაფიფქით, ხორცოვანი ტ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2274 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

  
ბაბუაწვერა
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფოთლები როზეტადაა შეკრებლი, ისინი ხშირად ლანცეტისებრია, ფოთლის კიდე ამოკვეთილია. ისინი სიგრძით 10-25 სმ-ია, სიგანით 1,5-5 სმ. მცენარის ყოველი ნაწილი (ფესვები, ღეროები, ფოთლები) შეიცავს რძეწვენს. ყვავილები ყვითელია, ენისებრი, ორსქ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 7616 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

           
სამკურნალო ადონისი ანუ ყვითელი ცხვირისსატეხელა განეკუთვნება ბაიასებრთა ოჯახს. ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რუხი, მრავალმუხლიანი ფესურით, რომლიდანაც იზრდება რამდენიმე მარტივი ღერო. ღეროები ხშირფოთლიანია და მხოლოდ ქვედა ნაწილში არის შიშველი. ფესვთანური ფოთლები გადაქცეულია რუხ ქერცლად. ღეროს ფოთლები ძირთან ნახევრად ღერომხვევია, მორიგეობითი, შიშველი, თათისებრ განკვეთილი. ამათგან ორი უფრო მოკლეა, ფრთისებრგანკვეთილი, დანარჩენი სამი კი თითქმის ერთნაირი სიდიდისაა, ორგზი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 1862 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

მრავალძარღვა
ყვავილობს მაის-აგვისტოში. თესლი შემოდის აგვისტო-ოქტომბერში.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4598 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 8 9 »