მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » ბრონქიტი
11:23 PM
ბრონქიტი


ბრონქიტი

ჩირქოვანი ბრონქიტის დროს

  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

ქრონიკული ბრონქიტის დროს

  • 5 გ ან 1 ს/კ  ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ თბილი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • 6 გ ან 2 ს/კ ტუხტის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათს დააყენეთ, მიიღეთ ცხელი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
  • ტუხტის ფესვის ცივი ნაყენი ასე მზადდება: 5-6 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 1 საათის განმავლობაში დააყენოთ და მიიღოთ 1 სადილის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.
  • ტუხტის ფესვის ცხელი ნაყენი: 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, ადუღეთ 6-7 წუთს, გააცივეთ. მიიღეთ თბილი, 2 სადილის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.
  • ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალოეს ოთხი დიდი ფოთოლი და დააყენეთ ოთხი დღის განმავლობაში. შემდეგ დანაყეთ და მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.

მწეველთა ბრონქიტის დროს

  • 1 ჩ/კ ცხენისწაბლას ყლორტის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 30 მლ დღეში 4-ჯერ.

ქრონიკული მშრალი ბრონქიტის დროს

  • აურიეთ ერთმანეთში მაყვალის ფოთოლი და გულყვითელას ყვავილი თანაფარდობით 2:1. 4 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთს დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ. 

გახანგრძლივებული ბრონქიტისას

  • ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთოლი, ღორის ქონი და თაფლი თანაფარდობით 1:2:2, გემოვნებისამებრ დაამატეთ ნიგოზი ან ვანილი და 5 საათით შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მიიღეთ რძით, თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. აურიეთ ერთმანეთში ხახვის წვენი და თაფლი (თანაფარდობით 1:1), მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ.

ბავშვებისთვის

  • ღორის ქონში შეწვით 2 კვერცხი და მოაყარეთ მარილი. როდესაც გაცივდება, ბავშვს მკერდზე დაადეთ და მთელი ღამით დაუტოვეთ.
  • აიღეთ 500 გ ხახვი, წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ 400 გ შაქარი და 50 გ თაფლი, კარგად აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 3 საათს. გააცივეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 4-6-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღეა. შეგიძლიათ, კურსი ერთი თვის შემდეგ გაიმეოროთ.

ამოსახველებელი საშუალებები

  • 1-2 ჩ/კ ანისტულის ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • 10 გ (2 ს/კ) ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე. მიიღეთ თბილი, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
  • სპირტზე ხარისჩლიქას ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გ ნედლეულს დაუმატეთ 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.
    ხარისჩლიქას შხამიანი მცენარეა, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცავით დაწესებული დოზები როგორც პრეპარატის მომზადებისას, ისე მისი მიღებისას!
    ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია სტენოკარდიისა და ორსულობის დროს!
  • 20 გ (1 ს/კ) ფურისულას ფესვს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
  • 2 ს/კ ძირტკბილას ფესვს დაასხით 400 მლ მდუღარე, 2 საათით დააყენეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამამდე.
  • 20 გ სალბის ბალახს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
    სალბის პრეპარატების მიღება აკრძალულია ნეფრიტის (თირკმლის ანთება) და ძლიერი ხველის დროს!


    წყარო: www.mkurnali.ge



კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | ნანახია: 2798 | დაამატა: aks75 | რეიტინგი: 2.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]