მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » შინდი - Cornus Mas L - Кизил мужской или обыкновеный
11:27 AM
შინდი - Cornus Mas L - Кизил мужской или обыкновеный
შინდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. შინდი ბუჩქია, მაგრამ ზოგან 8 მეტრამდე სიმაღლის ხედაც იზრდება, ნაცრისფერ-მომწვანო ტოტებით, რომლებზედაც ერთიმეორის პირისპირ განლაგებულია ელიფსური, კვერცხისებრი ან ლანცეტა კიდემთლიანი ფოთლები, რომელთაც 3-5 გვერდითა რკალისებრი ძარღვი აქვთ, თანაფოთლები მას არ გააჩნია. ფოთლის სიგრძე 10 სმ-მდე აღწევს. ყვავილედის ძირში გარშემო განლაგებულია 4 სიფრიფანა ფოთოლაკიანი საბურველი. ყვითელი ყვავილები ბუჩქის შეფოთვლამდე იშლება.
ნაყოფი კურკიანია, წითელი, დასაწყისში მწკლარტე, შემდგომ კი მომჟავო-ტკბილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, უფრო ხშირად მარტში, მთაში კი აპრილში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
შინდის ნაყოფი 10 პროცენტ შაქარს, 2-3,5 პროცენტ ორგანულ მჟავებს და 55 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფის და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ და ხმელ ნაყოფებს იყენებენ როგორც საწებ-სანელებელს ხორციანი კერძებისათვის.
მერქანში, ქერქსა და ფოთლებში დიდი რაოდენობითაა მთრიმლავი ნივთიერებები, რომელნიც ტყავს თრიმვლის პროცესში ყვითლად ღებავენ, ქერქსა და ფოთლებს ქსოვილების შესაღებადაც იყენებენ. საუცხოო თაფლოვანი მცენარეა, ამ მხრივ შინდის მნიშვნელობა იმითაა დიდი, რომ იგი ადრე გაზაფხულზე უმასპინძლდება ფუტკარს მიმზიდველი ნექტრით. ამ დროს ბევრი მცენარე კვლავ მიძინებულია და ამიტომ შინდი ადრე გაზაფხულზე ფუტკრის "გაჭირვების ტალკვესია". შინდი იმავე დროს ფართოდ კულტივირებული მცენარეა.
ნაყოფები შეიცავს პექტინებს, მოქმედებს შემკვრელად ფაღარათობის დროს, გამოიყენება ჩაის სახით: 8-10 გ ხმელი ნაყოფი ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე (სადღეღამისო), რეკომენდებულია ფაღარათობისა და კუჭში სისხლჩაქცევის დროს.

წყარო: http://mkurnali.ge/
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | ნანახია: 2605 | დაამატა: aks75 | ტეგები: სასარგებლო, სამკურნალო მცენარეები, რეცეპტები, შინდი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]