მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » უზმოზე ხილი კანს ასუფთავებს
3:20 AM
უზმოზე ხილი კანს ასუფთავებს

            

ადამიანის ორგანიზმი ძილში დამოუკიდებლად იწმინდება და განვლილი დღის განმავლობაში დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება. ამ პროცესს კანის სიჯანსაღისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ტოქსინები და ორგანიზმის მიერ გადამუშავებული ნივთიერებები შეიძლება აკნესა და კანის სხვა დაავადებების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. 
ნოყიერი საუზმის დროს ორგანიზმი იძულებული ხდება გამწმენდი პროცესი შეწყვიტოს და საჭმლის მონელების პროცესზე გადაერთოს. ამიტომ კარგი იქნება, თუ დილით ნოყიერი საუზმის ნაცვლად ხილს მიირთმევთ. მას ორგანიზმი სწრაფად და იმდენად იოლად ითვისებს, რომ კუჭ-ნაწლავის მუშაობას, პრაქტიკულად, არ საჭიროებს. ასე რომ, ხილის საუზმე რამდენიმე საათით ახანგრძლივებს ორგანიზმის გაწმენდისა და თვითაღმდგენ პროცესს.
დალიეთ იოგურტი
ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში იოგურტიც დაგეხმარებათ. ორგანიზმის მიერ იოგურტის ათვისების პროცესში გამოიყოფა კანისთვის სასარგებლო ნივთიერებები, ამასთან, ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ანადგურებენ აკნესა და კანის სხვა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს.
გაითვალისწინეთ: შეიძინეთ მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული იოგურტი! სხვა შემთხვევაში ისინი თითქმის არ შეიცავენ სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებმაც ზემოაღნიშნული პროცესები უნდა აწარმოონ.
კატეგორია: სასარგებლო ხილი | ნანახია: 3885 | დაამატა: aks75 | ტეგები: სილი, სასარგებლო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]