მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » რამდენიმე ფინჯანი ყავა დაგვიცავს დიაბეტისაგან და იმუნური პრობლემებისაგან
1:28 PM
რამდენიმე ფინჯანი ყავა დაგვიცავს დიაბეტისაგან და იმუნური პრობლემებისაგან

              
მრავალი ადამიანი მთელ მსოფლიოში დილას იწყებს ფინჯანი ცხელი ყავის დალევით. თუმცა ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ეს სასმელი შეიძლება მავნე იყოს გულით დაავადებულებისათვის. როგორც ამერიკის კვების საზოგადოების კლინიცისტები ამბობენ, ყავა შეიცავს რამოდენიმე მიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას (მაგ. კალციუმს), ასევე ასობით პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთს, როგორიცაა მაგ. პოლიფენოლები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 
ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა განსაზღვრა კავშირი ყავის მოხმარებასა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისაგან დაცვის ეფექტს შორის.
წინასწარი კვლევების დროს მეცნიერებმა დამტკიცეს, რომ ყავა ამცირებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს უჯრედებსა და ქსოვილებში, ზრდის "კარგი" ქოლესტერინის დონეს, დადებითად მოქმედებს შინაგანი ანთების მარკერებზე, მეტაბოლიტების კონცენტრაციაზე და ცვლის იმუნურ მედიატორებს. ამ სასმელის ბიომარკერების პლაზმურმა დონეებმა, მათ შორის კოფეინის, პარაქსანტინის, თეობრომინის, თოფილინის, პროპიონისა და კოფეინის მჟავას დონეებმა, მნიშვნელოვნად მოიმატა იმ მოხალისეების სისხლში, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ რამოდენიმე ფინჯან (დაახლოებით, 4-8) ჩვეულებრივ ყავას. 
საჭიროა დამატებით ჩატარდეს დაწვრილებითი კვლევები, რათა დამტკიცდეს აღმოჩენილი ასოციაციის მიზეზობრივი კავშირის საფუძველი, თუმცა მედიკოსები უკვე თვლიან, რომ ყავას პოტენციურად გააჩნია ორგანიზმის დიაბეტისაგან დაცვის ძლიერი ეფექტი და მთლიანობაში, ადამიანის ჯანმრთელობის გაძლიერების უნარი.
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 5020 | დაამატა: aks75 | ტეგები: kofe, დიაბეტი, იმუნურიპრიბლემები, ყავა | რეიტინგი: 4.1/14
სულ კომენტარები: 1
1 ketuhkebi  
0
ravici kalci gamoyavs organizmidano da ar aris kargio daa?????me ert hiqas vsvam xolme dilaobit:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]