მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » როგორ მოვუაროთ მშრალ და ცხიმიან თმას
3:18 PM
როგორ მოვუაროთ მშრალ და ცხიმიან თმას
ყველაზე ნაკლებპრობლემური ე.წ. ნორმალური ტიპის თმაა. მის მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. მაგრამ ძალზე მშრალი ან პირიქით, ცხიმიანი თმის პატრონებმა სასურველია იცოდნენ - თმა მუდამ წესრიგში რომ ჰქონდეთ, მას საგანგებოდ უნდა მოუარონ.
ცხიმიანი თმის დასაბანად გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში); მშრალი თმა კი დაბანის წინ დაიმუშავეთ აბუსალათინის, ნუშის ან ზეითუნის ზეთით. შემდეგ თავზე შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ, შეგიძლიათ თავი ჩამოიბანოთ და 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი ან ცოტაოდენი ამჟავებული რძე შეიზილოთ. ბოლოს ჩაის, გვირილის ან ცაცხვის ნაყენი გადაივლეთ.
ნიღბები მშრალი თმისთვის - ათქვეფილი კვერცხის გული ფრთხილად შეიზილეთ თმაში. 10-15 წუთით შემდეგ ჩამოიბანეთ.
- დაბანიდან დაბანამდე, თმა პერიოდულად შეგიძლიათ კვებოთ ზეთების ნარევით (1 წილი აბუსალათინის  და 3 წილი ნუშის ზეთი). ამ ნარევით დაისველეთ ხელისგულები და ნაზი მოძრაობით წაისვით თმაზე. შემდეგ ჩამოიბანეთ. 
ნიღბები ცხიმიანი თმისთვის
- ერთი
კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ/კ წყალი, შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კვერცხის გული სასარგებლოა იმით, რომ მასში არსებული ქოლესტერინი ხელს უშლის ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას.
- 1-2
კვერცხის  ცილა საგულდაგულოდ, ქაფის წარმოქმნამდე თქვიფეთ, შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. შემდეგ თმა გოგირდის შემცველი საპნით ჩამოიბანეთ.
- 100-150 გ შავი პური დააქუცმაცეთ და დაასხით ადუღებული, ცხელი წყალი. როცა წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, მომზადებული ნარევი შეიზილეთ თმაში, შემოიხვიეთ პოლიეთილენის თავსაბურავი და გაიჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ კი უსაპნოდ ჩამოიბანეთ.

წყარო: http://janmrtelobainfo.ge/
კატეგორია: სასარგებლო რჩევები | ნანახია: 4647 | დაამატა: aks75 | ტეგები: სასარგებლო, მშრალი თმა, მცენარეები, ცაცხვი | რეიტინგი: 2.6/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]