მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 18


გულ-სისხლძარღვთ სისტემის დაავადებებისადმი მიდრეკილ ადამიანებს ექიმები ურჩევენ ყოველდღე მიიღონ ასპირინი, ვინაიდან იგი აუმჯობესებს სისხლის წებვადობას და ამცირებს თრომბების წარმოქმნის საშიშროებას. ნორვეგიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგივე თვისებები გააჩნია კივის. ეს ეგზოტიკური ხილი ,,წვავს" არტერიების მაბლოკირებელ ცხიმებს და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. თუკი ყოველდღიურად მიიღებთ 2-3 ცალ კივის, ამით დაიცავს თქვენს გულს სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასეთი დიეტის უკვე 28 დღის შემდეგ 18%-ით მცირდება თრომბები წარმოქმნის რისკი და 15%-ით კლებულობს სისხლში მავნე ცხიმოვანი მჟავების დონე, – იუწყება



წყარო: http://medgeo.net
კატეგორია: სასარგებლო ხილი | Просмотров: 4630 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (1)

ასისთავა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი როგორც სამკურნალო მცენარე. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს. ღერო წვრილია, ოთხწახნაგოვანი, შეფოთლილი, დატოტვილი, რომელიც თავდება ფარისებრი თანაყვავილედით. ყვავილები პატარაა, მუქი ვარდისფერი. როზეტის ფოთლები უკუკვერცხისებრია, ბლაგვი, 5 რკალისებური ძარღვით; ღეროს ფოთლები მოპირისპირეა, ნახევრადღერომხვევი, წაგრძელებულკვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, სიგრძით დაახლოებით 3 სმ, სიგანით 1-1,5 სმ, 3-5 ძარღვით. ყველა ფოთოლი კიდემთლიანია.
ყვავილ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2188 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

აკაკი თელისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხეა, რომლის სიმაღლე 7 (იშვიათად 12) მ-ია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიულია. ბოლოში წაწვეტილი, ნაპირებში ხერხკბილა, ხეშეში, ზემოდან მქისე, ქვემოდან შებუსვილი, ძარღვებამოწეული. ყვავილები ორსქესიანია და ფოთლების იღლიებშია განლაგებული თითო-ოროლა, ყლორტების ძირში ხშირად განლაგებულია მამრობითი (ცალსქესიანი) ყვავილებიც. ნაყოფი 1 სმ-მდე სიმსხოს კურკიანაა, მოწითალო-ყვითელი, მოყავისფრო ან უფრო მუქი, ზოგჯერ თითქმის ცისფერი, ნაცრისფერი ნაფიფქით, ხორცოვანი ტ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2274 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

  
ბაბუაწვერა
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფოთლები როზეტადაა შეკრებლი, ისინი ხშირად ლანცეტისებრია, ფოთლის კიდე ამოკვეთილია. ისინი სიგრძით 10-25 სმ-ია, სიგანით 1,5-5 სმ. მცენარის ყოველი ნაწილი (ფესვები, ღეროები, ფოთლები) შეიცავს რძეწვენს. ყვავილები ყვითელია, ენისებრი, ორსქ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 7615 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

           
სამკურნალო ადონისი ანუ ყვითელი ცხვირისსატეხელა განეკუთვნება ბაიასებრთა ოჯახს. ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რუხი, მრავალმუხლიანი ფესურით, რომლიდანაც იზრდება რამდენიმე მარტივი ღერო. ღეროები ხშირფოთლიანია და მხოლოდ ქვედა ნაწილში არის შიშველი. ფესვთანური ფოთლები გადაქცეულია რუხ ქერცლად. ღეროს ფოთლები ძირთან ნახევრად ღერომხვევია, მორიგეობითი, შიშველი, თათისებრ განკვეთილი. ამათგან ორი უფრო მოკლეა, ფრთისებრგანკვეთილი, დანარჩენი სამი კი თითქმის ერთნაირი სიდიდისაა, ორგზი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 1862 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

მრავალძარღვა
ყვავილობს მაის-აგვისტოში. თესლი შემოდის აგვისტო-ოქტომბერში.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4595 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)


ევროპული კულინარები თვლიან, რომ თავშავა და მაიორანი კარგად ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთთან ახლოს დგანან. თავშავას არომატი მართლაც მაიორანის სუნს ჩამოგავს. გემო უფრო ნაზი და მწკლარტეა. თავშავას იყენებენ გალენური პრეპარატებისა და ეთერზეთების მისაღებად. გამხმარი ან ახალი ბალახი (მცენარის მიწისზედა ნაწილი) გამოიყენება სანელებლის სახით, რომელიც ცნობილია სახელწოდებებით `ორეგანო~ ან `პიცა-სანელებელი~. თავშავა პიცას უცვლელი შემადგენელია. განსაკუთრებით პოპულარულია მექსიკაში, ესპანეთში, იტალიაში. ფართედ იყენებენ სპაგეტის, ზოგიერთი კერძის, სალათების, ტომატის საწებლების, კვერცხის, ბოსტნეული კერძებში, ძეხვეულში, სუპებში, ხორცის შეწვისას და სხვა. ევროპული კულინარია ხშირად იყენებს მას სუპებთან და შავ წიწაკასთან ერთად. ამ მცენარის ბაზარი საკმაოდ დიდია და ამდენად, მცენარის კულტივირებაც პერსპექტიული.
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 8575 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ბაღის მაიორანი გამოიყენება სამკურნალო მცენარის და სუნელ-სანელებლის სახით. ფარმაცევტულ მრეწველობაში მაიორანისაგან ამზადებენ ჩაის და იღებენ ეთერზეთს (Oleum majoranae). მაიორანი სლოვაკური სამზარეულოს ყველაზე პოპულარული ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2699 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ინფექციური დაავადების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მის დოზირებას.

ნაყენი ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ თითო ყლუპი.

ასევე ძალზე ეფექტურია ბაყაყურას ჩაი. ბაყაყურა ახდენს ღვიძლის ფუნქციის ნირმალიზებას, იცავს მის უჯრედებს, აქვს მსუბუქი ნაღველმდენი ეფექტი. მისი ჩაის მომზადება ძალიან ადვილია: 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას დაფქულ თესლს დასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 15-20 წუთს გააჩერეთ თავდახურულ ჭ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო რეცეპტები | Просмотров: 2617 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ქრისტესისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 25-100 სმ. ხევსურეთში იგი სისხლა ბალახას, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი. ღერო და ფოთლები შეიცავენ ნარინჯისფერ რძეწვენს. მისი ფესვი მთავარღერძაა, დატოტვილი, მოკლე ფესურით. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, შიშველი ფოთლები მწვანე აქვს, ქვემოდან მონაცრისფრო. თითქმის მოპირისპირედ განლაგებული, კენტად ფრთადანაკვთული. ფოთლები უმეტესად მომრგვალოა. არათანაბრად დაკბილული. ყვითელი ყვავილები ღეროს ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. ქოლგა შედგება 4 ფართო, კვერცხისებრი ფურცლისაგან. ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, სიგრძით 3-6 სმ-მდე, მრავალი მოშავო-ყავისფერი, პრიალა თესლით. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5313 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეა ფიჭვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 40 მ-მდე, სწორი ტანით, კონუსისებრი ან მომრგვალებული ვარჯით.
ქერქი მურა-წითელი ფერისაა, ტოტებზე მოყვითალო კვირტები მოგრძო-კვერცხისებრია, წამახვილებული, სიგრძით 6-12 სმ, ფისოვანი, გარშემო სამკუთხა-ლანცეტისებრი ქერქლით, გამჭვირვალე აპკისებური კიდით. წიწვები წყვილწყვილადაა განლაგებული, მონაცრისფრო-მწვანეა, ოდნავ მორკალული, სიგრძით 4-7 სმ, ყლორტებზე 2-3 წელი ჩერდება. მამრობითი გირჩები მრავალრიცხოვანია, ყვითელი, შეკრებილია მიმდებარე ყლორტის ფუძესთან. მდედრობითი-მოწითალოა, ცალკეულად ან 2-3 იმავე ყლორტების წვეროებშია.
გირჩები 17 თვის მანძილზე მწიფდება, მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 7 სმ-მდე, ნაცრისფერი, ფრთიანი თესლებით.
ფიჭვი გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში, ბევრ ადგილას გვხვდება ფიჭვნარები. ფიჭვი კარგად ხარობს ღარიბ ქვიშნარ ნიადაგებში, მდინარეთა ხეობებში, ინტენსიურად იზრდება პირველი 30-40 წელი, ყოველწლიურად იმატებს 70-80 სმ. ცოც ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3026 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურით, რომლიდანაც ვითარდება წვრილი ფესვები და გრძელი მიწისზედა მხოხავი ყლოტები. ყლორტები მუხლებიდან ნიადაგში ფესვებს იდგამენ და ხორციელდება მცენარის ვეგეტაციური გამრავლება. მიწისზედა ნაწილი შედგება ფესვთანური ფოთლებისა და წვრილი პწკალებისაგან 1-2 ზრდადაუსრულებელი პატარა მარტივი ფოთლით. ამ ღეროებზე ვითარდება ყვავილები. ფესვთანური ფოთლები სამფოთოლაკიანია, სხედან გრძელ ყუნწებზე და ქმნიან როზეტს.
ყვავილები თეთრია, მსხვილი, სხედან გრძელ ყუნწებზე, ქმნიან ნახევარქოლგას. მარწყვის ნაყოფი ცრუა. იგი წარმოიქმნება ყვავილსაჯდომის გამსხვილებისაგან. ნაყოფი წვნიანი წითელი რბილობია, რომელშიც მოთავსებულია წვრილი, მშრალი, მოგრძო თესლურები. ტყის მარწყვი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში.
ტყის მარწყვს იმერეთში დადალას ეძახიან, რაჭაში - წიწინდერას, სულხან-საბა უწოდებს უელს, ხოლო სამეგრელოში - ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სასარგებლო ხილი | Просмотров: 2557 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად ბუჩქია 1,5 მ სიმაღლით, ერთწლიანი ვეგეტაციური ყლორტები ბალახოვანია, ხოლო ორწლიანი გამერქნებული და გენერატიულია (ნაყოფის მომცემი), რომელნიც ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ ხმება. ტოტებზე განლაგებულია ხშირი, მაგრამ შედარებით რბილი ეკლები. კენტფრთართული ფოთოლი 3-5 (იშვიათად 7) ფოთოლაკიანია, ზემოდან შიშველი, ქვემოდან კი მოთეთრო-მორუხო ქეჩისებრი ბუსუსებით მოფენილი. ფოთოლაკები ფორმით კვერცხისებრია, ბოლოში მოკლედ წაწვეტილი, კიდეებიხერხისებრ წვრილად დაკბილულია.
თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში მტევნისებრ და ყლორტების კენწრუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4141 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

ხურტკმელისებრთა ოჯახში შედის. შავი მოცხარი 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, 5-10 ცალი შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი, 1 სმ-მდე დიამეტრში. ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც, მის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. სხვადასხვა პირობებში ერთ ჰექტარზე 50-დან 300 კგ-მდე მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3124 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

     

მანგო ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. მის ნაყოფში შემავალი C ვიტამინი და ფერმენტები აფერხებენ ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობენ და ასტიმულირებენ კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე.
მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2630 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

           

ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან მწვანეა მეჩხერი ქერცლებით, ქვემოდან კი ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, კიდეები ქვემოთაა დახრილი. ყვავილები 15-30 შეკრებილია ფოთლების იღლიებში განლაგ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3548 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

     

ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლოდ კვიპროსს მიიჩნევენ,  ამიტომ მას თავდაპირველად კვიპროსულ კომბოსტოს უწოდებდნენ. ზოგიერთი მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევს, ზოგის აზრით კი მის კულტივირებას კაცობრიობა არაბებს უნდა უმადლოდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ბოსტნეულს 2500 წელიწადზე მეტია იცნობენ.

 ის ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ირანში მოჰყავდათ. ესპანეთში - მე-12, იტალიაში კი მე-14 საუკუნეში შეიტანეს, ხოლო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 5440 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

                

მიხაკის ხსენებისას მეხსიერებაში ალისფერი ყვავილი გაგვიელვებს. უნებურად სამოცდაათიანი წლებიც კი გვახსენდება - დრო, როცა ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება თითქმის დაკრძალვის სიმბოლოდ გადაიქცა - და უსიამოვნო განცდა გვეუფლება... ალბათ ამ ემოციას გარკვეული კანონზომიერებაც აქვს. მითი მიხაკის წარმოშობის შესახებ შემზარავია: ერთხელ ნადირობის ქალღმერთი დიანა ნადირობიდან ხელმოცარული და განრისხებული ბრუნდებოდა. უეცრად მას მწყემსის სა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2583 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

    

ქოქოსი საქართველოში, მრავალფეროვანი ხილით მდიდარ და გამორჩეულ ქვეყანაშიც კი, მეტისმეტად პოპულარული გახდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის თავდაპირველად დანამატის სახით გავრცელდა (ნაყინის, ნამცხვრების, ზოგადად საკონდიტრო ნაწარმის ხშირი დანამატია). ახალი ქოქოსი მალაიზიაში წლის ნებისმიერ პერიოდში შეგიძლიათ შეიძინოთ, ქოქოსის რძე კი იქაური კერძების აუცილებელი ინგრედიენტია. ძირითადი სეზონი ოქტომბერ-დეკემბერშია. ყიდვისას სასურველია ისეთი ნაყოფი აარჩიოთ, რომელიც თავის ზომას ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2578 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (0)

კაკლისებრთა ოჯახში შედის. დიდი, 20 (35) მ სიმაღლის ხეა ძლიერი გუმბათისებრი ვარჯით. ღერო დაფარულია ღრმანაღარებიანი ღია ნაცრისფერი ქერქით. ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ყავისფერია. ტოტებზე მორიგეობით განლაგებული კენტფრთართული ფოთლები გრძელყუნწიანია, 7-9 განიერი, ელიფსური ან წაგრძელებულკვერცხისებრი კიდემთლიანი ფოთოლაკებით, რომელთაგან კენწრული ფოთოლაკი ყოველთვის უფრო დიდი და გრძელყუნწიანია.
ერთბინიანი ხეა სქესგაყოფილი ყვავილებით. მამრობითი ყვავილები თავჩაქინდრულ 10 სმ-დე სიგრძის მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი. თითოეულ ყვავილში მტვრიანათა რიცხვი 8-40 ცალის ფარგლე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3634 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (1)

შტოში საოცარი კენკრაა. ანტიოქსიდანტების შემცველობით ის ყველა სხვა კენკრას აღემატება. ასევე ბევრია მასში ჩ ვიტამინი. შტოშს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ: ის სასარგებლო თვისებებს თოვლის ქვეშაც კი ინარჩუნებს, აი, მაღალ ტემპერატურას კი უფრთხის. შტოშის უნიკალური თვისება, შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი, სულ ახლახან გახდა ცნობილი

ტრადიციულად მას თავის ტკივილის, მაღალი სიცხის, სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებად იყე-ნებენ. გარ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3362 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-18 | კოომენტარი (1)