ევროპული კულინარები თვლიან, რომ თავშავა და მაიორანი კარგად ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთთან ახლოს დგანან. თავშავას არომატი მართლაც მაიორანის სუნს ჩამოგავს. გემო უფრო ნაზი და მწკლარტეა. თავშავას იყენებენ გალენური პრეპარატებისა და ეთერზეთების მისაღებად. გამხმარი ან ახალი ბალახი (მცენარის მიწისზედა ნაწილი) გამოიყენება სანელებლის სახით, რომელიც ცნობილია სახელწოდებებით `ორეგანო~ ან `პიცა-სანელებელი~. თავშავა პიცას უცვლელი შემადგენელია. განსაკუთრებით პოპულარულია მექსიკაში, ესპანეთში, იტალიაში. ფართედ იყენებენ სპაგეტის, ზოგიერთი კერძის, სალათების, ტომატის საწებლების, კვერცხის, ბოსტნეული კერძებში, ძეხვეულში, სუპებში, ხორცის შეწვისას და სხვა. ევროპული კულინარია ხშირად იყენებს მას სუპებთან და შავ წიწაკასთან ერთად. ამ მცენარის ბაზარი საკმაოდ დიდია და ამდენად, მცენარის კულტივირებაც პერსპექტიული.
ბაღის
მაიორანი
გამოიყენება
სამკურნალო
მცენარის
და
სუნელ-სანელებლის
სახით.
ფარმაცევტულ
მრეწველობაში
მაიორანისაგან
ამზადებენ
ჩაის
და
იღებენ
ეთერზეთს (Oleum majoranae).
მაიორანი
სლოვაკური
სამზარეულოს
ყველაზე
პოპულარული
... კითხვის გაგრძელება »
ქრისტესისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 25-100 სმ. ხევსურეთში იგი სისხლა ბალახას, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი. ღერო და ფოთლები შეიცავენ ნარინჯისფერ რძეწვენს. მისი ფესვი მთავარღერძაა, დატოტვილი, მოკლე ფესურით. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, შიშველი ფოთლები მწვანე აქვს, ქვემოდან მონაცრისფრო. თითქმის მოპირისპირედ განლაგებული, კენტად ფრთადანაკვთული. ფოთლები უმეტესად მომრგვალოა. არათანაბრად დაკბილული. ყვითელი ყვავილები ღეროს ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. ქოლგა შედგება 4 ფართო, კვერცხისებრი ფურცლისაგან. ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, სიგრძით 3-6 სმ-მდე, მრავალი მოშავო-ყავისფერი, პრიალა თესლით.
... კითხვის გაგრძელება »
ფიჭვი მარადმწვანე წიწვიანი ხეა ფიჭვისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 40 მ-მდე, სწორი ტანით, კონუსისებრი ან მომრგვალებული ვარჯით. ქერქი მურა-წითელი ფერისაა, ტოტებზე მოყვითალო კვირტები მოგრძო-კვერცხისებრია, წამახვილებული, სიგრძით 6-12 სმ, ფისოვანი, გარშემო სამკუთხა-ლანცეტისებრი ქერქლით, გამჭვირვალე აპკისებური კიდით. წიწვები წყვილწყვილადაა განლაგებული, მონაცრისფრო-მწვანეა, ოდნავ მორკალული, სიგრძით 4-7 სმ, ყლორტებზე 2-3 წელი ჩერდება. მამრობითი გირჩები მრავალრიცხოვანია, ყვითელი, შეკრებილია მიმდებარე ყლორტის ფუძესთან. მდედრობითი-მოწითალოა, ცალკეულად ან 2-3 იმავე ყლორტების წვეროებშია. გირჩები 17 თვის მანძილზე მწიფდება, მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, სიგრძით 7 სმ-მდე, ნაცრისფერი, ფრთიანი თესლებით. ფიჭვი გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში, ბევრ ადგილას გვხვდება ფიჭვნარები. ფიჭვი კარგად ხარობს ღარიბ ქვიშნარ ნიადაგებში, მდინარეთა ხეობებში, ინტენსიურად იზრდება პირველი 30-40 წელი, ყოველწლიურად იმატებს 70-80 სმ. ცოც
... კითხვის გაგრძელება »
ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ნახევრად ბუჩქია 1,5 მ სიმაღლით, ერთწლიანი ვეგეტაციური ყლორტები ბალახოვანია, ხოლო ორწლიანი გამერქნებული და გენერატიულია (ნაყოფის მომცემი), რომელნიც ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ ხმება. ტოტებზე განლაგებულია ხშირი, მაგრამ შედარებით რბილი ეკლები. კენტფრთართული ფოთოლი 3-5 (იშვიათად 7) ფოთოლაკიანია, ზემოდან შიშველი, ქვემოდან კი მოთეთრო-მორუხო ქეჩისებრი ბუსუსებით მოფენილი. ფოთოლაკები ფორმით კვერცხისებრია, ბოლოში მოკლედ წაწვეტილი, კიდეებიხერხისებრ წვრილად დაკბილულია. თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში მტევნისებრ და ყლორტების კენწრუ
... კითხვის გაგრძელება »
ხურტკმელისებრთა ოჯახში შედის. შავი მოცხარი 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, 5-10 ცალი შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი, 1 სმ-მდე დიამეტრში. ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც, მის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. სხვადასხვა პირობებში ერთ ჰექტარზე 50-დან 300 კგ-მდე მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობ
... კითხვის გაგრძელება »
მანგო ნამდვილი ახალგაზრდობის ელექსირია. მის ნაყოფში შემავალი C ვიტამინი და ფერმენტები აფერხებენ ნაოჭების გაჩენას, ხელს უწყობენ და ასტიმულირებენ კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე. მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის - ერთი მოზრდილი ნაყოფი აკმაყოფილებს ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური
... კითხვის გაგრძელება »
ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან მწვანეა მეჩხერი ქერცლებით, ქვემოდან კი ვერცხლისფერ-მონაცრისფერო, კიდეები ქვემოთაა დახრილი. ყვავილები 15-30 შეკრებილია ფოთლების იღლიებში განლაგ
... კითხვის გაგრძელება »
ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლოდ კვიპროსს მიიჩნევენ, ამიტომ მას თავდაპირველად კვიპროსულ კომბოსტოს უწოდებდნენ. ზოგიერთი მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევს, ზოგის აზრით კი მის კულტივირებას კაცობრიობა არაბებს უნდა უმადლოდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ბოსტნეულს 2500 წელიწადზე მეტია იცნობენ.
ის ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ირანში მოჰყავდათ. ესპანეთში - მე-12, იტალიაში კი მე-14 საუკუნეში შეიტანეს, ხოლო
... კითხვის გაგრძელება »
მიხაკის ხსენებისას მეხსიერებაში ალისფერი ყვავილი გაგვიელვებს. უნებურად სამოცდაათიანი წლებიც კი გვახსენდება - დრო, როცა ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება თითქმის დაკრძალვის სიმბოლოდ გადაიქცა - და უსიამოვნო განცდა გვეუფლება... ალბათ ამ ემოციას გარკვეული კანონზომიერებაც აქვს. მითი მიხაკის წარმოშობის შესახებ შემზარავია: ერთხელ ნადირობის ქალღმერთი დიანა ნადირობიდან ხელმოცარული და განრისხებული ბრუნდებოდა. უეცრად მას მწყემსის სა
... კითხვის გაგრძელება »