მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გვერდელა ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. იგი 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახია. ფესვის ყელი ძველი ფოთლების ყუნწების ქეჩოსმაგვარი სამოსელითაა დაფარული. მცირედ დატოტვილი, მრგვალი გარშემოწერილობის, მცირედ დაღარულ ღეროზე ფოთლები განლაგებულია მხოლოდ ძირა ნაწილში. კენწეროზე მხოლოდ ერთეულად შემორჩენილი სახეშეცვლილი და დაკნინებული ფოთლებია. ღეროს სულ ძირა ნაწილში განლაგებული ფოთლები 10-20 სმ სიგრძისაა და 3-5 წყვილი ფოთოლაკისაგან შედგება, დაკბილული ან დანაკვთულია. ღეროს შუა ნაწილის ფოთლების ფოთოლაკები ღრმადაა დანაკვთული, კენწრული ფოთლები სამნაკვთიანია.
ყვავილები კენწრულ ქოლგებადაა შეკრებილი. ყვავის თეთრი ყვავილებით ივნის-აგვისტოს განმავლობაში.
გვხვდება დაბალი სიხშირის ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ტყის ზონის უტყეო ფერდობებსა და მშრალ მდელოებზე. მას საქონელი კარგად ძოვს და ყუათიან ბალახადაცაა აღ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2362 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ სამკურნალო მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ საგულე გლიკოზიდებს; სინთეზური გზით მიღებული პრეპარატები ყველაზე ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა სწორედ გულის დაავადებების სამკურნალოდ. საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეებიდან მნიშვნელოვან

 ყურადღებას იპყრობს ქენდირისებრთა ოჯახი. ქენდირისებრნი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ ზონაში. ამ ზონის მცენარეებიდან ფართოდ გამოიყენება სტროფანტის თესლები. სუბტროპიკებში და ზომიერი კლიმატის პირობებში მედიცინაში გამოიყენება იმავე ოჯახიდან ოლეანდრე და ქენდირი, რომლებიც შეიცავენ გულის გლიკოზიდებს.
ჩვენი ფლორის ქენდირისებრთა ოჯახიდან ყურადღებას იქცევს გველის სურო.
გველის სურო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3006 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

ბელადონა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, ფესურითა და მრავალრიცხოვანი მსხვილი დატოტვილი ფესვით. ღეროები სქელია და წვნიანი, წებოვან-ბუსუსოვანი, იზრდებიან თითო-თითოდ ან რამდენიმე ერთად, სიმაღლით 1-2 მ. მცენარის ზედა ნაწილში ტოტები კვლავ იტოტებიან. ფოთლები ხშირია, მუქი მწვანე. ისინი მორიგეობითია და დაწყვილებული. წყვილში შემავალი ერთი ფოთოლი სიდიდით ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატება მეორეს, ხოლო ღეროზე ისეთნაირად არიან განლაგებულნი, რომ ერთმანეთს არ ფარავენ და ქმნიან თავისებურ "ფოთლების მოზაიკას". დიდი ფოთლები ელიფსურია, მისი წყვილი პატარა კი – კვერცხისებური ფორმის, წამახვილებული. ყვავილი მარტოულია, თავდახრილი. ვითარდება ფოთლის უბიდან. ჯამი ხუთკბილაა, გვირგვინი სწორია, მილისებრი, ხუთი, ოდ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2317 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

ბარამბო მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ლიმონის დამახასიათებელი სუნითა და დატოტვილი ფესურით. ღერო სწორმდგომია, ოთხწახნაგოვანი, დატოტვილი, ფოთლები მოპირისპირეა, ქვედა ფოთლები სხედან გრძელ ყუნწებზე, გულისებრ-კვერცხისებრია, ზედა _ მოკლე ყუნწებზე, რომბისებრი ან მოგრძოა. ყველა ფოთოლი ღრმად არის დაკბილული. ყვავილები მჯდომარეა, სხედან ზემოთა ფოთლების უბეებში. გვირგვინი ბაცი ყვითელია თეთრი ან მოვარდისფრო, შეზრდილია მილისებურად, ორტუჩიანია, ნაყოფი მშრალია, იყოფა 4 კაკლურად. ყვავილობს ივნის-სექტემბერში.
ბარამბო ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.
ნედლეულად იყენებენ ფოთლებსა და ღეროს კენწრულ ნაწილს. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთს, ტანინს.
ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 3196 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

ასფურცელა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ, ჰორიზონტალური, დატოტვილი, გახევებული ფესურით. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველი ან ოდნავ შებუსულია. ფოთლები მორიგეობითია, ელიფსური, 20 სმ-მდე სიგრძისა და 3-10 სმ სიგანის, ორმაგფრთისებრდანაკვთული, ქვედა – ყუნწიანი; ზედა – უყუნწო. კალათა ყვავილედი, დიამეტრით 12 სმ, ნახევრადსფერულია, შეკრებილია ღეროს წვერში ფარისებრად. ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია, მილისებრი, გვერდითი – ბუტკოიანია, შიგნითა – ორსქესიანი. ნაყოფი მოგრძო, წიბოებიანი თესლია.
ასფურცელა ყვავილობს ივლის-სექტემბერში, თესლი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე.
ნედლეულა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2029 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)

         

ბალბა – ერთწლიანი (მრავალწლიანი) ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში – ჩიტიპურას, ხევსურეთში – აბაზას, მესხეთ-ჯავახეთში – კორკოტინას, რაჭაში – მოლოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. ბალბის ღერო ან სწორმდგომია ან დაწოლილი, სიგრძით 30-80 (150) სმ-მდე, დატოტვილი. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალო, ხუთი ან შვიდფრთიანი, კიდედაკბილული, ზემოდან ოდნავ შებუსული, ხ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2629 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (2)

 ზოგადი აღწერა
  მიეკუთვნება 
ვარდისებრთა ოჯახს.  20 მეტრამდე სიმაღლის ხეა. ტოტები ეკლიანი აქვს,
ფერად ნაცრისფერი, ეკლიანი. ფოთლები მომრგვალო ან კვერცხისებრია, ზის გრძელ ყუნწზე, პრიალაა, კიდემთლიანი, განლაგებულია ჯგუფურად ან მოპირდაპირედ ყვავილები თოვლივით თეთრია, იშვიათად მოვარდ
ისფრო ,დამოკლებულ ტოტებზე ფარისებრ ყვავილედებშია შეკრებილი.
ნაყოფი მსხლისებრ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სასარგებლო ხილი | Просмотров: 2508 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-21 | კოომენტარი (0)


            

ადამიანის ორგანიზმი ძილში დამოუკიდებლად იწმინდება და განვლილი დღის განმავლობაში დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სასარგებლო ხილი | Просмотров: 3887 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-19 | კოომენტარი (0)

ბროწეული ააქტიურებს ღვიძლის უჯრედებს, გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას, წიდებისგან წმენდს სისხლს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, იცავსორგანიზმს ვირუსებისგან, ხსნის ტოქსიკოზს ორსულობის დროს, აჯანსაღებს ორსულსაც და ნაყოფსაც. აღმოსავლეთში მიაჩნიათ, რომ თუ ჩვილის საკვებს რამდენიმე წვეთ ბროწეულის წვენსაც დავამატებთ, ადრე დაიწყებს ლაპარაკს და მეტყველებაც მკაფიო ექნება. 
სპეციალისტები ამას მიაწერენ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ კაროტინსა და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც უხვადაა ბროწეულის მარცვლებში. დაიხსომეთ: მჟავე ჯიშის ბროწეულის წვენი წყალში უნდა გააზავოთ.
კატეგორია: სასარგებლო ხილი | Просмотров: 2140 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-19 | კოომენტარი (0)

ფეიხოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. სწორედ იქ აღმოაჩინა ეს მცენარე XIX საუკუნეში მეცნიერმა სელოვმა. თუმცა მისი დასახელება ბრაზილიელ მეცნიერს ჯოან დე სილვა ფეიხოს გვარს უკავშირდება.
ევროპაში ფეიხოა პირველად საფრანგეთში გამოჩნდა 1890 წელს. იქიდან კი 1900 წელს კავკასიისა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა.ფეიხოას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, მარწყვისა და ანანასის არომატის მქონე ეთერზეთს და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით იოდს. მთელ მსოფლიოში ფეიხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა აღიარებული.მასში არსებულ ცილებსა და ცხიმებს ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. სპეციალისტთა აზრით, ფეიხოა შეუცვლელია გაციებისა და გრიპის დროს. მასში შემავალ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სასარგებლო ხილი | Просмотров: 5668 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-19 | კოომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 12 13 »