მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ევკალიპტი მარადმწვანე ხეა, მირტისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-70 მ, ძლიერი ფესვთა სისტემით და სწორი ტანით. ქერქი ხის ტანსა და ღერებზე გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, ღეროს წვერებისაკენ მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ძველი ქერქის ნარჩენები ყოველთვის შეიძლება შეამჩნიოთ ტანის ზემო ნაწილზე, როკებს შორის, ტოტებზე. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები, ისევე როგორც ფოთლები, დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით. ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2779 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (1)

ანისული როგორც სამკურნალო მცენარე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი.
ანისული განეკუთვნება ქოლგისებრთა ოჯახს. იგი ერთწლიანი 30-60 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია, ხალთიანი. ქვემოთ ფოთლები გრძელყუნწიანია, მთლიანი, მომრგვალო-თირკმლისებრი. ღეროს შუა ნაწილის ფოთლები სამფოთოლაკიანია, სოლისებრი, გრძელყუნწიანია, ხერხისებრ-დაკბილული ფოთოლაკებით; ზემოთა ფოთლები მჯდომარეა, სამად დაყოფილი ან მთლიანი. ყვავილები პატარაა, თეთრი, შეუმჩნეველი, ქვედა ორბუდიანი ნასკვით, ორი სვეტითა და ორი დინგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4539 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (2)

გულყვითელა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, დამახასიათებელი სურნელით, სიმაღლით 20-50 სმ. ღერო სწორმდგომია, წახნაგოვანი. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ქვედა ყუნწიანია, წაგრძელებული, კვერცხისებრი, ზედა _ მჯდომიარე, მოგრძო, ან ლანცეტისებრი. კალათა მსხვილია, დიამეტრით 4-9 სმ, რომელიც ყლორტის ბოლოზეა მოთავსებული. გვერდითი ყვავილები ყვითელი ან მკვეთრი-ნარინჯისფერია, ბუტკოიანი, განლაგებულია რამდენიმე რიგად. ნაყოფი _ მოღუნული, მოყვითალო, ყავისფერი ან ნაცრისფერი თესლია.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2879 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)


მაყვალი ბუჩქოვანი (ან ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2762 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (0)

ალოე საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლოა აფრიკა. მას როგორც სამკურნალო მცენარეს, იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები  აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის _ საბრის მომზადებას. რომაელები მას აშენებდნენ ბაღებში. არაბები ალოეს მოთმინების სიმბოლოდ თვლიდნენ, რადგან იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება. სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა.
ალოე მრავალწლიანი, შედარებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4169 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-11 | კოომენტარი (1)

სამკურნალო ტუხტი ცნობილი იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ. ამის შესახებ წერდნენ ტეოფრასტი და დიოსკორიდი. მას რომაელებიც იყენებდნენ, რაზეც მიუთითებს პლინიუსის ნაშრომები. სამკურნალო ტუხტს ხმარობდნენ შუა საუკუნეებშიც – მასზე წერდა რომაელი ექიმიალექსანდრე ტრალიანუსი (VI საუკ.). მის კულტივირებას მისდევდნენ მონასტრების ეზოებში. 
სამკურნალო ტუხტი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მოკლე, სქელი ფესურითა და დატოტვილი ფესვებით. მთავარი ფესვი გახევებულია, ხოლო მრავალრიცხოვანი გვერდით-ხორციანი. ღერო საერთოდ რამდენიმეა, შებუსული, სწორმდგომი, ქვევით გახევებული, სიმაღლით 1-1,5 მ და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 2939 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-10 | კოომენტარი (1)

 ვირისტერფა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით. ყვავილიანი ღერო, სიმაღლით 10-24 სმ, დაფარულია ქერცლის მაგვარი კვერცხისებურ-ლანცეტისებური, ღეროზე მიკრული მოწითალო ფურცლებით. მოყვითალო-ოქროსფერი ყვავილედი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ გარშემო თოვლია, პირველი გამოჩნდება ხოლმე ხევების, ხრამების ნაპირებზე, ქანობების, გორაკების სამხრეთ ფერდობებზე. ვირისტერფა ყვავილობს ფოთლების გამოსვლამდე. ყვავილები განლაგებულია ბრტყელ ყვავილსაჯდომზე და გარშემორტყმულია ორრიგად განლაგებული ფოთლის მაგვარი საბურველით. საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება და დაბლა იხრება. ფოთლები დაყვავილების შემდეგ გამოდის, გრძელყუნწიანია, მორგვალო, გულისებრი, დიამეტრით 10-24 ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სამკურნალო მცენარეები | Просмотров: 4685 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-10 | კოომენტარი (0)


ბრონქიტი

ჩირქოვანი ბრონქიტის დროს

  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

ქრონიკული ბრონქიტის დროს



რა შეუძლია ქათმის კვერცხს


ჭრილობის, დაჟეჟილობის, სისხლნაჟღენთების დროს
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, გადაუსვით დოლბანდზე და ჭრილობაზე შემოიხვიეთ. ერთი დღის შემდეგ დოლბანდი შეგიძლიათ მოიხსნათ.

დიათეზის დროს
თეთრი კვერცხი მოხარშეთ, გაფქცვენით, ნაჭუჭი ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 3845 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-10 | კოომენტარი (0)


კიტრის დიეტა 
ცოტამ თუ იცის, რომ კიტრი ერთ-ერთი უძველესი საკვებია. მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე მიირთმევდნენ. კიტრის 95-96% წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ - მოიტოვეთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ.

დაინახავთ, თვალსა და ხელს შუა როგორ გამოგიცოცხლდებათ სახე. შეშუპებული თვალების დასაცხრობად კიტრის მრგვალი ... კითხვის გაგრძელება »

Просмотров: 3916 | დაამატა: aks75 | Дата: 2010-04-10 | კოომენტარი (0)

« 1 2 ... 11 12 13