მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სასარგებლო დიეტები პოპულარული დიეტები
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სასარგებლო დიეტები

წიწიბურას დიეტა
2010-04-19, 1:03 AM
1. დიეტის აღწერა

წიწიბურას დიეტით წონაში საკმაოდ სწრაფად იკლებენ. ამასთან იგი საკმაოდ ყუათიანი საკვებია, ამიტომ შიმშილის გრძnობა ნაკლებია და მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მათი არასრული ჩამონათვალი ასეთია:
რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ცილები, ამინომჟავები, ვიტამინები В1, В2, В6, РР, Р , რუტინი და მოკროელემენტები და სხვა.
წიწიბურა რთული ნახშირწყალია. მის გადამუშავებას ორგანიზმი დიდ დროს ანდომებს. ამიტომ, დიეტის დაცვის დროს, შიმშილის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ. ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ წიწიბურას გამოყენება ამაგრებს კაპოლარებს, გამოყავს თირკმლებიდან ტოქსინები, ხელს უშლის შეკრულობას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ამსუბუქებს ოსტეოართრიტს და კანის პრობლემებს.
თუკი მკაცრად დაიცავთ წიწიბურას დიეტას, ორ კვირაში შეიძლება 7–14 კილოგრამი დაიკლოთ.
დიეტა რომ ეფექტური იყოს, წიწიბურას ფაფა უნდა მიიღოთ მარილის, შაქრისა და სანელებლების გარეშე. ამ შემთხვევაში ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნება ზედმეტი სითხე და შლკები.
წიწიბურას მომზადების წესი ასეთია: ერთი ჭიქა სუფთა, გარეცხილ წიწიბურას საღამოს ასხამენ 2,5 ჭიქა ცივ წყალს და ტოვებენ ღამე. მოხარშვა არაა რეკომენდებული, რადგან გაქრება მრავალი სასარგებლო ნივთიერება.
შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიც გნებავთ. მარილის, შაქრისა და საკმაზების გარეშე. დიეტის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება. შეგიძლიათ დალიოთ წყალი, მინერალური წყალი, მწვანე ან შავი ჩაი.
თუკი დიეტა გაგიჭირდათ, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მაწონი, კეფირი ან იოგურტი მიიღოთ, ასევე შეზღუდული რაოდენობით მიიღოთ ხილი. დიეტის ზოგიერთი შემსუბუქებული ვარიანტი ითვალისწინებს მცირე რაოდენობით ხილისა და სტაფილოს წვენის მიღებას.
არ შეიძლება დაძინებამდე 4 საათზე გვიან ჭამა, მაგრამ თუ ვერ ძლებთ მიირთვით 1 ჭიქა მაწონი.
ლიტერატურასა და ფორუმებზე ამტკიცებენ, რომ თუკი 2 კვირა ამ დიეტაზე გაძლებთ ბრწყინვალე რეზულტატი გარანტირებულია.
დიეტიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს– თანდათან რაციონს უნდა დაუმატოთ სხვადასხვა პროდუქტები. უნდა შეზღუდოთ ცომეული, ტკბილეული, ქონიანი საკვები. დიეტის დროს რეკომენდებულია ვიტამინების მიღება.
ეს დიეტა მკაცრ დიეტებს განეკუთვნება. ამიტომ, მისი გამეორება 2 თვეზე ადრე არ შეიძლება.

2. დიეტის შეფასება
2.1 დიეტის პლიუსები

დიეტის უპირატესობაა ის, რომ წონის დაკლებას არ ახლავს სხვა დიეტებისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, მოდუნება.
მეორე პლიუსია თავად წიწიბურას მაღალი კალორიულობა; მესამე და მთავარი – დიეტის მაღალი ეფექტურობა – წონის საშუალო კლება 14 დღეში დაახლოებით 7 კგ-ია.
წიწიბურას დიეტით ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება კანის მდგომარეობა; დიეტა დადებითად მოქმედებს ცელულიტების დროს.

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

დიეტა არ არის სწრაფი, თუმცა მაღალეფექტურია და ორგანიზმი სწრაფად ეგუება კვების ახალ რეჟიმს. დიეტის ნაკლია ის, რომ ის საკმაოდ მკაცრი და შეზღუდულია.

3. თანამშრომლობა

თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც.

სტატია მოამზადეს მანანა კიკნაძემ და არჩილ შენგელიამ


კატეგორია: სასარგებლო დიეტები | დაამატა: aks75 | ტეგები: წონაში დაკლება, წიწიბურას ფაფა, წიწიბურას დიეტა
ნანახია: 91155 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 66 | რეიტინგი: 3.4/45
სულ კომენტარები: 66« 1 2 3 4 5 6 »
44 lana  
0
daviwye dges..imedia chaval bolomde:)

43 lika  
0
me didi xania am dietis momxmarebeli var da 56 kilodan 40 kilomde davikeli 2tveshi var 16 wlis da dzalian momewona tqvenc gamocadet aucileblad

42 ნინო  
0
გამარჯობათ.მაინტერესებს ამ დიეტის შემდეგ დაკლებულ კილოგრამებს ხომ არ ინაზღაურებ?

41 elza  
0
chvenc gvaswavle ra dietaa me dges daviwye wiwiburas dietav da gmertit davikleb

40 elisabed  
0
mere ormags xom ar movimateb?

39 tamo  
0
da am dietas ro morcebi ormags xo ar moimateb?

38 rusa23  
0
cxeli unda daaasxat civi ara me ese vici

37 cisia  
0
dedachemi iyoo dzaaan msuqani da misi dietit daiklo 45 kilo martla kargi dietaa is ...me imas vaketeb exla da tan amasac daviwyeb

36 cisia  
0
vaime xalxno gadamrevt weria aq civi wyalio da moxarshva araa rekomendirebulio da ragac kitxulobt ertidaigives jer kargad waikitxet vaaa

35 marika  
0
wyals civs vasxamt tu cxels? umi unda vchamot?

1-10 11-20 21-30 31-40 41-50 51-56