მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » რეცეპტები » სასმელები » ლიქიორი
ლიქიორი
aks75Дата: ორშაბათი, 2011-12-26, 11:24 PM | შეთყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
ატმის ლიქიორი

3 კგ მწიფე ატამი კარგად გაფცქვენით, დაჭერითპატარა ნაჭრებათ? ჩაყარეთ ბოთლში, თან ჩააყარეთ ატმის კურკის დანაყული შიგა გულები. მაშინვე ჩაასხით არაყი ისე, რომ ნახევარზე ცოტა მეტი ატამი იყოს. თავდახურული ბოთლები დადგით მზეზე 3-4 კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ მთელი სითხე და დაუმატეთ იმდენივე შაქარი რამდენიც წვენი იყო და შეინახეთ.
 
aks75Дата: სამშაბათი, 2011-12-27, 1:24 AM | შეთყობინება # 2
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
ალუბლის ლიქიორი:
დაკრიფეთ მწიწე ალუბალი, მოაშორეთ ყუნწები, დაჭყლიტეთ და თავისივე კურკით ჩაყარეთ ბოთლში, გაურიეთ ერთი ნაწილი კარგი სპირტი და ორი ნაწილი კარგი წითელი ღვინო: ღვინოში ჩაყარეთ 8-10 მისხალი მიხაკ-დარიჩინი და დაასხით ალუბალს. შემდეგბოთლითავდაცული დადგით თბილ ადგილას 9-10 დღეში ლიქიორი მზად იქნება. გაწურეთ ტილოში და შეინახეთ.(ერთი მისხალი დაახლოებით 4,25 გ)
 
aks75Дата: სამშაბათი, 2011-12-27, 1:34 AM | შეთყობინება # 3
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
ვარდის ლიქიორი:
400 გ. შაქრისა და 4 ჩაის ჭიქა წლისაგან მოადუღეთ საშუალო სისქის სიროფი. შიგ ჩაყარეთ ამდენივე ვარდის ფურცელი, ერთი ლიმონის წვენი და წამოადუღეთ, შემდეგ გააციეთ და ჩაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა არაყი, თავი მჭიდროთ მოუხუფეთ, სამი კვირის შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში.
 
aks75Дата: ოთხშაბათი, 2011-12-28, 3:35 AM | შეთყობინება # 4
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
ყავის ლიქიორი
მოხარშული ნატურალური ყავის მარცვლები, დაფქვით, 25 ჩაის კოვზი ყავა მოხარშეთ 7 ჩაის ჭიქა წყალში, გააციეთ, ყავა, რომ დაილექება, გადაწურეთ ისე, რომ ნალექი არ გაჰყვეს, სულ 5 ჭიქა ნაყენს მიიღებთ, ჩაუმატეთ 4 ჩაის ჭიქა შაქრის ფქვილი და მოხარშეთ10 წუთის განმავლობაში, გააციეთ, და ჩაუმატეთ 300 გ. სპირტი ან ნახევარი ლიტრი არაყი, ცოტაოდენი ვანილი.
 
aks75Дата: ორშაბათი, 2012-01-16, 2:32 AM | შეთყობინება # 5
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
კვერცხის ლიქიორი
8 კვერცხის გული, 200 გრ. შაქარი და 0,5 ჩაის კოვზივავილი თქვიფეთმიქსერით მანამ, სანამ ორი იმდენი არ გახდება. ნელ-ნელა უმატეთ 0,5 ლიტრაი არაყი. მზა ლიქიორი ჩაასხით ბოთლებში და რამდენიმე კვირა გედგათ მაცივარში.
 
aks75Дата: ორშაბათი, 2012-01-16, 2:56 AM | შეთყობინება # 6
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
მაყვალის ლიქიორი
გამოწურეთ მაყვალი და 2 ბოთლ წვენზე დაუმატეთ 3 გირვანქა შაქარი, ამასთანავე დაუმატეთ 10 მისხალი ფხვნილი დარიჩინი და 8 მისხალიმიხაკი, შემდეგ ამნაირად შეზავებული სითხე წამოადუღეთ და გაციებულს მიუმატეთ 2 ბოთლი სპირტი, გაწურეთ წმინდა ტილოშჳ და ჩაასხით ბოთლებში (მისხალი დაახლოებით 4,25 გ)
 
aks75Дата: ორშაბათი, 2012-01-16, 3:23 AM | შეთყობინება # 7
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
მარწყვის ლიქიორი
ბოთლში ჩაყარეთ მარწყვი, ზედ დააყარეთ ფქვნილლი შაქარი. მარწყვი ბოთლის ნახევარზე ცოტა მეტიუნდა იყოს ბოთლის ყელამდე კი შაქარი. დადგით ერთი კვირის განმავლობაში მზეზე. ბოთლის თავი მოუკარით ოთხად დაკეცილი დოლბანდით ერთი კვირის შემდეგ გაწურეთ, მიღებულ წვენს ნახევარი რაოდენობის სპირტი ან მაგარი არაყი დაუმატეთ. მიიღებთ შესანიშნავი არომატის, კარგი გემოს, და ლამაზი წითელი ფერის ლიქიორს.
 
aks75Дата: ხუთშაბათი, 2013-05-09, 11:57 AM | შეთყობინება # 8
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
ალუბლის ლიქიორი
შუშის ქილაში ჩაყარეთ 1 კგ კურკიანი ალუბალი. ზედ 1 ლ. სპირტი დაასხით. ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ერთი კვირის მანძილზე მყუდრო ადგილას მოათავსეთ. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. 1 კვირის შემდეგ ალუბლის წვენი მეორე ქილაში გადაწურეთ (იხმარეთ ბამბიანი ძაბრი) ალუბალს 1 კგ. შაქარი მოაყარეთ და ასე გააჩერეთ 2-3 კვირა. დრო და დრო ქილა შეანჯღრიეთ. შაქარმოყრილი ალუბლის წვენიც ბამბიანი ძაბრის მეშვეობით ალუბლისაგან გადაწურულ წვენს შეურიეთ. 3/4 ჩაის ჭიქა წყალი გაათბეთ, უწვენოთ დარჩენილ ალუბალს დაასხით და კარგად მოურიეთ. ბამბიანი ძაბრის დახმარებით ეს წყალი ბოთლში დაგროვილ ალუბლის წვენს შეურიეთ. 3/4 ჩაის ჭიქა წყალი იმავე წესით, იმავე ჭურჭელში მეორეჯერაც გადმოწურეთ.
მიღებული სიროფი 2-3 კვირის განმავლობაში ჭურჭელში გააჩერეთ. მეორე კიდევ ერთხელ ბამბიანი ძაბრის მეშვეობითგაფილტრეთ. მიღებული ლიქიორი ნებისმიერ ჭურჭელში ჩაასხით შესანახად.
 
likunaДата: სამშაბათი, 2013-05-28, 8:58 PM | შეთყობინება # 9
გენერალ-პოლკოვნიკი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 4
რეპუტაცია: 4
სტატუსი: ოფლაინ
კომშის ლიქიორი:

გაწმონდეთ კარგად დამწიფებული კომში (ბია), გააცალეთ სათესლე ბუდე და გაატარეთ ხორცსატყეპ მანქანაში, შემდეგ ხილის რბილობისაგან გამოწურეთ წვენი და ჩაასხით დიდ ბოთლში. თითოეული 6 გირვანქა ბიისაგან გამონაწურ წვწნზე მიუმატეთ 1,5 ბოთლი კარგი სპირტი, თუ სპირტი არა გაქვთ მაშინ ერთი ბოთლი გაწმენდილი არაყი, ჩააყარეთ 2,5 გირვანქა შაქარი, 2-2,5 მისხალი დარიჩინი და 1-2 მისხალი მიხაკი, დადგით მზეზე 2-3 კვირის განმავლობაში და შემდეგ ტილოში გაწურული შეინახეთ ბოთლში
 
anakvashiДата: პარასკევი, 2015-01-16, 4:21 PM | შეთყობინება # 10
რიგითი
ჯგუფი: Пользователи
შეთყობინებები: 1
რეპუტაცია: 0
სტატუსი: ოფლაინ
მაინტერესებს რას ნიშნავს ალუბლის ლიქიორის აღწერილობაში რომ გიწერიათ ერთი ნაწილი სპირტი და ორი ნაწილი წითელი ღვინო.. ანუ კონკრეტულად ნაწილი რას უდრის/?
 
ფორუმი » რეცეპტები » სასმელები » ლიქიორი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: