მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » რეცეპტები » საკონდიტრო ნაწარმი » საკონდიტრო ნაწარმი (კულინარია)
საკონდიტრო ნაწარმი
aks75Дата: პარასკევი, 2013-05-17, 10:01 PM | შეთყობინება # 1
გენერალისიმუსი
ჯგუფი: Администраторы
შეთყობინებები: 37
რეპუტაცია: 5
სტატუსი: ოფლაინ
ფუნთუშები ქიშმიშით და ალუბლით

მასალა:
საფუარი 15 გ
შაქარი 100 გ
კარდამონი 1 ჩ/კ
ფქვილი 700 გ
კარაქი 125 გ
კვერცხი 2 ცალი
ქიშმიში 75 გ
წყალი 225 მლ

მომზადების წესი:

აურიეთ 10 კოვზი ფქვილი, კარდამონი, 125 გ წყალი და გახსენით მასში საფუარი. ქვაბში ჩაასხით 225 მლ. წყალი, ჩადეთ კარაქი, დადგით ცეცხკზე და გაადნეთ (ძალიან არ გააცხელოთ). მიღებული მასა მიქსერით ათქვიფეთ ფქვილთან ერთად. დაუმატათ 1 მთლიანი კვერცხი, მეორე კვერცხის გული, 75 გ ფქვილიდა თქვიფეთ 2 წუთის განმავლიბაში. დაუმატეთ კიდევ 375 გ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
შემდეგ მოათავსეთ გასაბრტყელებელზე, დააყარეთ ფქვილი და ზილეთ კიდევ 10 წუთი – ცომი უნდა გახდეს ელასტიკური. თუ დასჭირდება, დაამატეთ ცოტა ფქვილი. შემდეგ ცომი ააგუნდავეთ, ჩადეთ კარაქ წასმულ ჯამში დადგით თბილ ადგილას (დაახლოებით 1 საათით). ცომი ისე უნდა ამოვიდეს, რომ დაახლოებით 2 ჯერ გაიზარდოს. ამოსულ ცომს შეაზილეთ ქიშმიში და ალუბლის ჩირი. ცომი გაყავით 25 ნაწილად და გააჩერეთ 15 წუთი. გააკეთეთ მისგან ბურთულები, დააწყვეთ ფორმაზე და კვლავ გააჩერეთ 40 წუთი.
ბურთულებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხის ცილა და გამოაცხვეთ ღუმელში 190 გრადუსზე (დაახლოებით 20–25 წუთი. გამომცხვარ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
 
ფორუმი » რეცეპტები » საკონდიტრო ნაწარმი » საკონდიტრო ნაწარმი (კულინარია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: