ინგრედიენტები: 50 მლ. მუქი, შოკოლადის ლიქიორი; 50 მლ. ბანანის ლიქიორი; 20 მლ. ფორთოხლის ლიქიორი; 50 მლ. ნაღები (ცხიმოვანება 35%); 2 ფოთოლი პიტნა. მომზადების წესი: შეიკერში ავურიოთ ბანანის, ფორთოხლის და შოკოლადის ლიქიორი, და კარგად ავთქვიფოდ. მიღებული სითხე გადავანაწილოთ 2 ჭიქაში. პატარა ღრმა ჭურჭელში ავთქვიფოთ ნაღები გასქელებამდე და ისიც გადავანაწილოთ ჭიქებში. მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.
|