მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » თევზეული

თევზისა და ბოსტნეულის კატლეტი
2010-04-19, 9:49 PM
მასალა:
  • თევზის ფილე - 500 გრ. 
  • კომბოსტო - 100 გრ. 
  • სტაფილო - 1 ცალი, 
  • ხახვი - 1 ცალი, 
  • ოხრახუში, კამა, 
  • ნიორი - 1 კბილი, 
  • ჰერკულესი - 1-2 ს.კ. 
  • ორცხობილა, 
  • მცენარეული ზეთი, 
  • მარილი, 
  • ახალდაფქული პილპილი. 
მომზადება: 

თევზის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ და ხორვსაკეპში გავატაროთ. კომბოსტო გავრეცხოთ და ისიც გავატაროთ. ნორი გავფრცქვნა, დავჭყლიტოთ ან წვრილად დავჭრათ.
ხახვი გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ.
სტაფილო გავასუფთავოთ და გავხეხოთ.
ხახვი და სტაფილო ცოტაოდენ მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ.
თასზე შევაერთოთ: თევზის ფარში, კომბოსტო, ხახვი, სტაფილო, მწვანილი, ნიორი, მარილი, პილპილი და იმდენი ჰერკულესი, რომ ერთგვაროვანი, წებოვანი მასა გამოვიდეს და მისგან კატლეტის გაკეთება შეიძლებოდეს.
წყალში დასველებული ხელებით ავიღოთ მასა და მივცეთ კატლეტის ფორმა. შემდეგ ეს ფორმა ამოვავლოთ დაფშვნილ ორცხობილაში. კატლეტებს კარგად გაცხელებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში ვწვავთ, სანამ მადისაღმძვრელ ფერს არ მიიღებს.
გადავაბრუნებთ, ერთხენს კიდევ ვწვავთ (1 წუთი მაინც), შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დავუწევთ, ტაფას თავზე დავაფარებთ და მომზადებამდე 10-12 წუთს დავიცდით.

გემრიელად მიირთვით!


0 нравится
კატეგორია: თევზეული | დაამატა: aks75 | ტეგები: ნიორი, ზეთი, ჰერკულესი, სტაფილო, თევზის ფილე, თევზისა და ბოსტნეულის კატლეტი, ორცხობილა, კომბოსტო, ხახვი
ნანახია: 2247 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]