მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » მწნილი, მარინადები

პრასის მწნილი
2010-04-12, 10:53 PM
დასამწნილებელი პრასი გაასუფთავეთ, პირველი ორი ფოთოლი ბოლომდე მოაცალეთ, ბოლოებს უხეში ნაწილები წააჭერით, თავებს კი ფესვები, შემდეგ ცხელ წყალში მოწალეთ და დიდ 3-ლიტრიან ქილაში ჩააწყეთ. დაასხით მარილწყალი ან წინასწარ მომზადებული მარინადი, დადგით გრილ ადგილას და რამდენიმე დღით აცალეთ.
მარილწყალი მარტივად მზადდება: 3-ლიტრიან ქილას თითო ლიტრზე თითო სუფრის კოვზი მარილი, ცოტ-ცოტა დაფნა, ნიახური და ნიორი სჭირდება. წყალი ან მარილი მეტი ან ნაკლები რომ არ მოგივიდეთ, წყალი წინასწარ უნდა არწყათ.
მარინადისათვის 1 ლიტრ წყალში გააზავეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 10-15 მარცვალი ბაჰარი (ანუ ე. წ. `სურნელოვანი პილპილი’) და 5-6 ღერი ნიახური ძირებიანად.

რჩევა №1

პრასის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერს – ფოთლები ხასხასა მწვანე უნდა იყოს, ღეროსა და თავზე ყავისფერი წერტილები და ღარები არ უნდა ჰქონდეს – ეგ ჭიანაჭამი პრასი იქნება!

რჩევა № 2

მარინადში შეგიძლიათ ჩადოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი: ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სამოთხის ვაშლი, ზღმარტლი, ბაღის შინდი, თეთრი ბალი და რაც მოგაფიქრდებათ.
სუპერრჩევა: თუ გინდათ, რომ მწნილი მალე იყოს მზად, მარილწყალი ან მარინადი თბილი უნდა დაასხათ. არავითარ შემთხვევაში ცხელი არ უნდა იყოს, თორემ ჩამთხლევდება.
გაფრთხილება: ყურადღებით იყავით. ძმრის ესენციის გაუზავებლად მიღება არ შეიძლება, თორემ საყლაპავსა და კუჭს დაიწვავთ – ძმრის კონცენტრირებული მჟავაა!


0 нравится
კატეგორია: მწნილი, მარინადები | დაამატა: aks75 | ტეგები: მწნილები, პრასის მწნილი, გემრიელი რეცეპტები, მარინადები
ნანახია: 3124 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]