მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » მწნილი, მარინადები

წიწაკის მწნილი
2010-04-12, 11:43 PM
     მასალა:
  • მწვანე წიწაკა - 1 კილოგრამი 
  • მარილი - 25 გრამი 
  • ნიახური - 300 გრამი 
    მომზადება:
    შევარჩიოთ ქორფა, მთელ-მთელი წიწაკა, გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყალში; ერთი-ორი წამოდუღების შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცივ წყალში 2 საათით. მერე წიწაკა მოვათავსოთ სუფთა ნაჭრის პარკში, დავდოთ სუფთა ფიცარზე, ზემოდან მეორე ფიცარი დავაფაროთ, დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ გაიწუროს მწვანე წვენისაგან და ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ 10-12 საათი. შემდეგ წიწაკა ამოვიღოთ პარკიდან და მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილაში.

მდუღარე წყალში ჩავდოთ ნიახურის ფოთლები თავის ძირიანად, გათუთქვისთანავე ამოვიღოთ და გადავიტანოთ საწურზე გასაციებლად. ნიახურის მდუღარე წყალს მივუმატოთ მარილი, ავადუღოთ და გავაცივოთ. აღნიშნული მარილწყალი ქილაში ჩაწყობილ წიწაკას დავასხათ, ზემოდან დავადოთ ნიახური და მერე - სუფთა, ბრტყელი ქვა. მოვუკრათ ქილას მაგრად თავი და მშრალ, გრილ ალაგას შევინახოთ.


0 нравится
კატეგორია: მწნილი, მარინადები | დაამატა: aks75 | ტეგები: მწნილები, წიწაკის, მარინადები, მწნილი
ნანახია: 7035 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]