ყველისა და თხილის “კვანძები” - ხორცეული - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ყველისა და თხილის “კვანძები”
2010-04-07, 3:28 PM
      მასალა:
  • 4 ფენა "ფილო”-ს* ცომი, 
  • 4 ნაჭერი საშუალო ზომის ყველი "კამამბერი” (შეიძლება გამოვიყენოთ ყველი "ტომინო” ან "ბრი”), 
  • 2 სუფრის კოვზი წაბლის თაფლი, 
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 
  • 8 ცალი გარჩეული ნიგოზი ან თხილი. 
    მომზადება: 

    ნიგოზი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ თაფლში. ავიღოთ ერთი ფენა "ფილო”-ს ცომი და წავუსვათ ცხიმი (დანარჩენი გვქონდეს შენახული დანამულ ტილოში). ცომის შუაგულში დავდოთ ყველი, მოვასხათ თაფლისა და ნიგოზის ნაზავის მეოთხედი და მივცეთ კვანძის ფორმა. გამოვაცხოთ 200° ტემპერატურაზე 6-7 წუთის განმავლობაში. დანარჩენი ფენებიც გამოვაცხოთ ასეთივე წესით. სუფრაზე მივიტანოთ ზეითუნის ზეთით და ძმრით შეზავებულ ისპანახის სალათთან ერთად.

"ფილოს” ცომის მოსამზადებლად გვესაჭიროება:

  • 1 კგ. ფქვილი, 
  • 250-375 მლ. წყალი, 
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი, 
  • 2 ჩაის კოვზი მარილი, 
  • 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. 
მომზადება: 

     ფქვილი გავცრათ, დავუმატოთ წყალი, ძმარი, მარილი და მოვზილოთ სქელი ცომი. ნელ-ნელა დავუმატოთ ცხიმი და ვზილოთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება სწორი და ელასტიური. ცომი დავყოთ ნაჭრებად და გავაბრტყელოთ ისე, რო იყოს ძალიან თხელი, როგორც ქაღალდი. გამოყენებამდე ცომს უნდა დავაფაროთ დანამული ან კარაქწასმული ნაჭერი.

გემრიელად მიირთვით!
0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: გემიელი რეცეპტები, კულინარია, yvelisa da txilis kvandcebi, kvancebi, ყველისა და თხილის “კვანძები”
ნანახია: 857 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]