რულეტი ბოსტნეულის შიგთავსით - ხორცეული - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

რულეტი ბოსტნეულის შიგთავსით
2010-04-19, 1:46 PM

მასალა:
6 ულუფა

  • 70 გ. ფუნთუშის ორცხობილა
  • წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 600 გ. ხორცის ფარში
  • 2 კვერცხი
  • 750 გ. კარტოფილი
  • 400 გ. პამიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 200 გ. ხორცის ბულიონი
  • 200 გ. ნაღები
  • დაფქული შავი პილპილი, მარილი
  •  

მომზადება:
1. ორცხობილა დაალბეთ წყალში. ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი დაჭერით სიგრძეზე.
2. ფუნთუშა გაწურეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ ხორცის ფარშს. დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი.
3. მიღებული მასა გაყავით 4 ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ფირფიტაზე, ზემოდან ფენა-ფენა დააწყვეთ ყვითელი ბულგარული წიწაკა, ხორციანი მასა, მწვანე ხახვი, ხორციანი მასა, წითელი ბულგარული წიწაკა და ისევ ხორციანი მასა. მიეცით რულეტის ფორმა.
4. კარტოფილი, პამიდორი და ხახვი გაჭერით ოთხად.
5. ხახვი და კარტოფილი დააწყვეთ ფირფიტაზე რულეტის ირგვლივ და შეწვით 200-ზე. 30 წუთის შემდეგ რულეტს მოასხით ბულიონი და ნაღები, მოაწყვეთ პამიდორი და შუშეთ კიდევ 30 წთ.



გემრიელად მიირთვით!



 

0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კარტოფილი, მწვანე, პამიდორი, ხორცის ბულიონი, რულეტი, პილპილი, ხახვი, ნაღები, ბულგარული წიწაკა, ხორცის ფარში
ნანახია: 3065 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]