ბრიტანული ღვეზელი - ცომეული - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

ბრიტანული ღვეზელი
2010-04-11, 0:36 AM
ცომი :

  • 115 გრ. კარაქი
  • 115 გრ. ღორის ქონი 
  • ფქვილი
  • მარილი
  • 1 კვერცხი.

 ცომი ნახევრად ფხვიერი ფაქტურისაა. შეიძლება მისი ერთი დღით ადრე მომზადება და მაცივარში შენახვა.


ფარში
:

700 გრ. ღორის გატარებული ხორცი

600 გრ. მსხვილად დაჭრილი Berkshire ham, ქართულ რეალობაში ალბათ ჩვეულებრივი შაშხი გამოდგება
1 დიდი თავი გახეხილი ხახვი
1 ჩაის კოვზი გატარებული ნიორი
2.6 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
1 ჩ. კ. ქონდარი
1/2/ ჭიქა ცივი ქათმის ბულიონი

1. დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ ნიორი და ხახვი 1 ჩაის კოვზ კარაქთან ერთად, გააგრილეთ, დაუმატეთ ქონდარი და გააცივეთ.

2. დიდ ჯამში აურიეთ ღორის ხორცი, წიწაკა, მარილი და ხახვის და ნიორის მასა და ბულიონი.
3. ცომი გაყავით 2 ნაწილად. დაახლოებით 30 სანტიმეტრის დიამეტრზე გააბრტყელეთ და გამოსაცხობ ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ. სიღრმე ამოავსეთ ხორცის ფარშით. შემოახვიეთ დარჩენილ ცომიც, გააბრტყელეთ, ცენტრში გაუკეთეთ ღრუ, ვარსკვლავის ან სხვ. ფორმის. ამ ღრუს მეშვეობით სითხე გადმოიღვრება ცხობის დროს.
ეს ყველაფერი დააფარეთ ფარშს.
4. ღვეზელს წაუსვით გათქვეფილი კვერცხი.
5. ღუმელი კარგად გაახურეთ. 20 წუთის განმავლობაში 325 გრადუსზე აცხვეთ და შემდეგ კი 150 გრადუსზე დაახლ 40-50 წთ. შეიძლება საჭირო გახდეს გადმოდენილი წვენის გადასხმა. გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააცივეთ და მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!






0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: britanuli gvezeli, ცომი, გემრიელი რეცეპტები, gvezeli, კულინარია, ბრიტანული, ღვეზალი
ნანახია: 1281 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]