მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

ბლინები სოკოთი და ყველით
2010-04-19, 2:08 AM
     მასალა:
      ბლინებისთვის:
  • ფქვილი - 1,5-2 ჭ. 
  • რძე - 0,5 ლ. 
  • კვერცხი - 3 ც. 
  • შაქარი - 1 ს.კ. 
  • მცენარეული ზეთი - 1-2 ს.კ. 
  • მარილი. 

    შიგთავსი ლორით:
  • ლორი - 200-300 გრ. 
  • სოკოს მარინადი - 1 ქილა, 
  • მაგარი ყველი - 200 გრ. 

      შიგთავსი ხახვითა და სოკოთი:
  • ქამა ან სხვა სოკო - 300 გრ. 
  • ხახვი - 1-2 ც. 
  • მაგარი ყველი - 200 გრ. 
  • მჟავე კიტრი (სურვილისამებრ) - 2-3 ც. 
  • მცენარეული ზეთი ან ნაღების კარაქი შესაწვავად, 
  • მარილი, 
  • ახალდაფქული პილპილი. 

მომზადება:

ბლინები ყველითა და სოკოთი
ბლინები გამოვაცხოთ.
ქამა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ.
ხახვი გავასუფთავოთ და დავჭრათ წვრილად.
ზეთიან ან კარაქიან გახურებულ ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი.
დავუმატოთ სოკო, თან მოვურიოთ, სანამ კარგად არ მოიშუშება ცეცხლიდან არ გადმოვდგათ.
სოკოსა და ხახვს შეგიძლიათ მწვანილიც დაუმატოთ.
ბლინის შუაგულში დავდოთ 1 ს.კ. სოკო და მოვაყაროთ ყველი.
*სოკოს შეგიძლიათ დაადოთ მჟავე კიტრის რამდენიმე თხელი რგოლი.
დავკეცოთ ბლინები კონვერტივით და ორივე მხრიდან შევწვათ, სანამ მადისაღმძვრელად არ მოიბრაწება.
ბლინები ლორით, სოკოთი და ყველით
ფართო ტაფაზე გამოვაცხოთ ბლინები.
ლორი პატარა ნაჭრებად დავჭრათ.
სოკოს სითხე მოვაშოროთ.
ყველი გავხეხოთ.
ბლინის შუაში, ან ნაპირზე დავდოთ 1-2 ნაჭერი ლორი, 1 ს.კ. სოკო და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
ბლინები კონვერტივით დავკეცოთ. ორივე მხრიდან შევწვათ.


0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: შაქარი, სოკოს მარინადი, მცენარეული ზეთი, კვერცხი, რძე, მაგარი ყველი, ხახვი, ლორი, ბლინები სოკოთი და ყველით, ფქვილი
ნანახია: 3756 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]