სალათი ბროწეულის სამაჯური - სალათები - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სალათები

სალათი ბროწეულის სამაჯური
2010-04-18, 1:55 PM
მასალა:
ჭარხალი 2ცალი
ხახვი 1 თავი
კარტოფილი 2 ცალი (საშუალო ზომის)
სტაფილო 2 ცალი
ქათმის თეთრი ხორცი 200 გრ.
კვერცხი 2 ცალი
ბროწეული 2 ცალი
ნიგოზი
მაიონეზი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი, გავხეხოთ მსხვილ სახეხზე ცალკ-ცალკე ჭურჭელში. ქათმის ფილე მივიყვანოთ ხარშვამდე და დავჭრათ პატარა კუბიკებად. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ.
იმ ჭურჭლის შუაგულში, რომლითაც ვაპირებთ სალათის სუფრასთან მიტანას, დადეთ ჭიქა. სალათს ფენები დავაწყოთ ჭიქის გარშემო, რომ მივიღოთ ბრასლეტის ფორმა. ზოგიერთ ფენას სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ მარილი და პილპილი.

1 ფენა: კარტოფილი და მაიონეზი
2 ფენა: ნახევარი ჭარხალი და მაიონეზი
3 ფენა: სტაფილო და მაიონეზი
4 ფენა: ნიგოზი
5 ფენა: ნახევარი ქათმის ფილე და მაიონეზი
6 ფენა: მოხრაკული ხახვი
7 ფენა: კვერცხი და მაიონეზი
8 ფენა: დარჩენილი ქათმის ფილე და მაიონეზი
9 ფენა: დარჩენილი ჭარხალი.

სალათს ამოვაცალოთ ჭიქა, და ზევიდან კარგად გადავუსვათ მაიონეზი. სალათის მთელი ზედაპირი კარგად დავფაროთ ბროწეულით.
0 нравится
კატეგორია: სალათები | დაამატა: aks75 | ტეგები: ქათმის, ხორცი, ხახვი, ჭარხალი, ბროცეული, სტაფილო, კარტოფილი, სამაჯური, ბროწეულის, სალათი
ნანახია: 3172 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
kargi iko namdvilad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]