ინგრედიენტები: 6 ულუფა 1 ვაშლი 3 ბანანი 2 კივი 3 მანდარინი 2 ფორთოხალი 200 გ სქელი ნაღები 50 გ ქიშმიში 50 გ შოკოლადი მომზადების წესი: 1. ვაშლი გაჭერით ოთხად, ამოაჭერით გული, დაჭერით თხლად და მოათავსეთ მინის ჭურჭელში. 2. ბანანი და კივი დაჭერით რგოლებად. მანდარინისა და ფორთოხალის ლებნები დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად. 3. დაჭრილი ხილი ფენა-ფენა მოათავსეთ ჭურჭელში. 4. სალათა მორთეთ ათქვეფილი ნაღებით, წყალში დამბალი ქიშმიშით, გახეხილი შოკოლადითა და ფორთოხლის ცედრით.
|