მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ჟოლოს ტორტი ყავის კრემით
2010-04-07, 10:15 PM
    მასალა: 
      ცომისთვის: 
  • 3 კვერცხი, 
  • 100 გრ. შაქრის ფხვნილი, 
  • 100 გრ. ფქვილი, 
  • ½ ჩაის კოვზი ცომის საფხვიერებელი. 
  • მუსისთვის: 
  • 250 გრ. გაყინული ჟოლო, 
  • 6 გრ. ჟელატინი, 
  • 75 გრ. შაქრის ფხვნილი, 
  • 1 შეკვრა ვანილი. 
      კრემისთვის და მოსართავად: 
  • 20 გრ. ჟელატინი, 
  • 100 მლ. რძე, 
  • 50 გრ. შაქრის ფხვნილი, 
  • 1 შეკვრა ვანილი, 
  • 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 
  • 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, 
  • 300 გრ. ყავის იოგურტი, 
  • 60 მლ. ნაღები, 
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა, 
  • ფიგურული ნამცხვრები. 
მომზადების წესი:
გავაცხელოთ ღუმელი 180°-მდე. კვერცხი ავთქვიფოთ 3 სუფრის კოვზ ცხელ წყალთან და შაქრის ფხვნილთან ერთად. ფქვილი შევურიოთ საფხვიერებელს, გავცრათ და დავუმატოთ ათქვეფილ მასას. დასაშლელი ფორმის ძირს, დიამეტრით 26 სმ., წავუსვათ ცხიმი. მოვათავსოთ შიგ ცომი და გამოვაცხოთ 15 წუთი. გამომცხვარი ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან, ვაცადოთ გაგრილება. შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და დავდოთ ლანგარზე.
მასის მოსამზადებლად ჟოლო გავალღვოთ. ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში. კენკრა შევურიოთ ქვაბში მოთავსებულ შაქრის ფხვნილს და ვანილს, ოდნავ შევათბოთ და გავხსნათ მათთან ერთად გაწურული ჟელატინი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაციოთ.
კრემის მოსამზადებლად დავალბოთ ჟელატინი. ქვაბში მოთავსებულ შაქარს, ვანილს, კაკაოს ფხვნილს და ყავას დავასხათ რძე. გავაცხელოთ და თან ვურიოთ, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას და დავუმატოთ გაწურული ჟელატინი.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და ისე ვაცადოთ გაგრილება. როცა მასა დაიწყებს გაციებას, დავუმატოთ ყავის იოგურტი და ათქვეფილი ნაღები. კრემი გადმოვიღოთ ტორტის ფენაზე და გავასწოროთ. კოვზით გადმოვიღოთ კენკრის მუსი და ოდნავ, მსუბუქად შევურიოთ კრემს, რომ მიიღოს მარმარილოს სახე. ტორტი შევდგათ მაცივარში 8 საათით.
გამოვიღოთ ტორტი მაცივრიდან, მოვაშოროთ ფორმის კიდე. ფიგურულ ნამცხვრებს მივაყაროთ შაქრის პუდრა და დავაწყოთ ტორტზე.


0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, ყავის კრემით, ჟოლოს ტორტი, ტკბილეულობა
ნანახია: 2359 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]