ტორტი ჟოლოს კრემით - ტკბილეულობა - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ტორტი ჟოლოს კრემით
2010-04-07, 10:29 PM
     მასალა:
  • 6 ც. კვერცხი, 
  • 4 ს/კ შაქარი ცომისთვის, 
  • 200 გრ. შაქარი კრემისთვის, 
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი, 
  • 100 გრ. პურის ფქვილი, 
  • 400 გრ. კარაქი, 
  • 100 გრ. ნაღები, 
  • 150 გრ. კონფიტური (ჟოლოს ხილფაფა ჟელეთი), 
  • 1 ს/კ კონიაკი, 
  • 4 ს/კ დაქუცმაცებული ნიგოზი, მინანქარი. 
     მომზადება:
   კვერცხის გული გამოყავით ცილისაგან. გულს შეურიეთ 3 ს/კ შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში არ გაიზრდება სამჯერ. ცალკე ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და თქვიფეთ მანამ, სანამ მოცულობაში არ გაიზრდება 4-5-ჯერ. ათქვეფილ გულს დაუმატეთ ათქვეფილი ცილის 1/3 ნაწილი, ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, ამოურიეთ კარგად, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ცილა და ამოურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. ფორმაში ჩადეთ ცხიმწასმული ქაღალდი, ჩაასხით ცომის 1/5 ნაწილი და გამოაცხვეთ 10 წუთი 230°С. გამოაცხვეთ 5 ცალი ფირფიტა და გააგრილეთ. შაქარი, ნაღები და კარაქის 1/3 აურიეთ და 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, გააგრილეთ. დარჩენილი კარაქი კარგად ათქვიფეთ და თანდათან დაუმატეთ გაგრილებული მასა, შეურიეთ კონფიტური, კონიაკი და ამოურიეთ. ფირფიტებს წაუსვით კრემი ყველა მხრიდან, გვერდებზე მოაყარეთ ნიგოზი, ზემოდან მოასხით მინანქარი.
ულუფის რაოდენობა: 14; მომზადების დრო: 1 საათი 10 წუთი

გემრიელად მიირთვით!
0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, ჟოლოს კრემით, ტკბილეულობა, ტორტი
ნანახია: 1022 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]