ქიშმიშიანი ღვეზელი - ტკბილეულობა - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ქიშმიშიანი ღვეზელი
2010-04-07, 10:54 PM
     მასალა: 
  • 100 გრ. მზა ფენოვანი ცომი, 
  • 3 კვერცხი, 
  • 300 გრ. ხაჭო (5%), 
  • 50 გრ. კარაქი, 
  • 2 ს.კ. შაქარი, 
  • 1/2 ლიმონი, 
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში. 
მომზადება:
ფენოვანი ცომი გავავღოთ, ხაჭო გადავწუროთ საწურში და დავუმატოთ შაქარში გათქვეფილი კვერცხი. 



ქიშმიში გავარჩიოთ, გავრეცხოთ და 15 წუთით ჩავალბოთ ცხელ წყალში, შემდეგ წყალი გადავასხათ და ქიშმიში ოდნავ შევაშროთ. ლიმონს მოვაცალოთ ცედრა, დავაქუცმაცოთ და ქიშმიშთან ერთად ჩავყაროთ ხაჭოში. 



ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ რგოლი, რომლის დიამეტრი საცხობი ფორმის დიამეტრის ტოლი იქნება. გადავიტანოთ იგი ტაფაზე. 



ცომის ნარჩენები დავჭრათ ზოლებად ღვეზელის მოსართავად. წავუსვათ მათ კვერცხი ან წყალი და მივაწებოთ ღვეზელის კიდეებს. იმისათვის, რომ ფენოვანი ცომი თანაბრად აფუვდეს, რამდენიმე ადგილას მისი ზედაპირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ. ხაჭოს შიგთავსი გავშალოთ ცომზე თანაბარ ფენად.



 ხაჭოს ფენას გამდნარი კარაქი მოვასხუროთ. 



ღვეზელის ზედაპირი მოვხატოთ კოვზით ან ჩანგლით და ვაცხოთ წინასწარ გახურებულ ქურაში 200º-ზე 25 წუთის განმავლობაში. 



გემრიელად მიირთვით!
0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: გემიელი რეცეპტები, ქიშმიშიანი ღვეზელი, კულინარია, ცომეული, ტკბილეულობა
ნანახია: 1327 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]