მასალა:- 2კვერცხი
- 100გრ.კალბასი
- 200გრ.ყველი
- აჯიკა
- პამიდვრის საწებელა
- მწნილები(კიტრის და მწიწაკის)
- 2ცალი ბულგარული მწიწაკა
- 1თავი ხახვი
- 2ცალი საშუალო კარტოფილი
- 2ცალი სტაფილო
- მწვანილები (ქინძი,კამა,პეტრუშკა)
- 50გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
- მაიონეზი
- 500გრ ფქვილი (ცომისთვის)
- 1ჩ. კ.დროჟი
- 1ჩ.კ. შაქრი
- 100გ. რძე
ცომის მომზადება:
რძე გავათბოთ გაუკეთოთ შაქარი ,დროჟი და ცოტა ფქვილი შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას სანამ აფუვდება დაახლოებით 10 წუთი ეს გაფუებული ცომი გაუკეთოთ ფქვილს და თბილი წყლით მოვზილოთ( ცომი უნდა იყოს ფაფუკი) შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას ისევ სანამ გაფუვდება ,დაახლოებით 1საათი
წინასწარ გავამზადოთ დაჭრილი ბოსტნეული:
მოხარშული კვერცხი,სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო და კარტოფილი მრგვლად. ხახვი და ბულგარული მწიწაკა ალყა-ალყა. კიტრის და მწიწაკის მწნილი ალყა-ალყა. კალბასი დაჭრილი წვრილად სიგრძეზე. წვრილად დაჭრილი მწვანილები. გახეხილი ყველი.
როცა ცომი აფუვდება გავაკეთოთ გუნდა და გავაბრტყელოთ 2მმ.ცომს გვერდები ამოუკეცოთ
დავაყაროთ უკვე გამზადებული ბოსტნეული ზემოდან
მოვასხათ ტომატის საწებელი(შეიძება პამიდორიც მრგვლად დაჭრილი) და მაიონეზი .
უკვე გამზადებული პიცა შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად
გემრიელად მიირთვით!
|