მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » რა შეუძლია ქათმის კვერცხს
10:13 PM
რა შეუძლია ქათმის კვერცხს


რა შეუძლია ქათმის კვერცხს


ჭრილობის, დაჟეჟილობის, სისხლნაჟღენთების დროს
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, გადაუსვით დოლბანდზე და ჭრილობაზე შემოიხვიეთ. ერთი დღის შემდეგ დოლბანდი შეგიძლიათ მოიხსნათ.

დიათეზის დროს
თეთრი კვერცხი მოხარშეთ, გაფქცვენით, ნაჭუჭი აპკისგან გაწმინდეთ, გააშრეთ და დაფქვით ყავის საფქვავში. ფხვნილი შეინახეთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. მიეცით ბავშვს ჭამის წინ, დღეში სამჯერ, 10 დღის განმავლობაში.

ნაოჭების გასაქრობად
აიღეთ 1 კვერცხი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახესა და კისერზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთი კვირის შემდეგ ნაოჭები გაქრება, კანი დაიჭიმება, სუფთა, ელასტიკური და მკვრივი გახდება. ნიღაბი უმჯობესია დილით გაიკეთოთ.

გაციებისას 
აიღეთ 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, გაახვიეთ პირსახოცში და მიიდეთ ცხვირზე ორივე მხრიდან. ასე გედოთ გაგრილებამდე. გამოყენებული კვერცხი არ მიირთვათ, გადააგდეთ.

ნეკნთაშორისი ნევრალგიის დროს
ცხელი მოხარშული კვერცხი გაგრილებამდე იგორეთ მტკივან ადგილას. ასე გააკეთეთ დღეში ორჯერ. ორ დღეში დაავადებისგან კვალიც აღარ დარჩება. გამოყენებული კვერცხი გადააგდეთ.

წონის მოსამატებლად
აიღეთ კვერცხის გული, შეათქვიფეთ 2-3 ჩაის კოვზი შაქარი, სურვილისამებრ, დაამატეთ კაკაო, კარაქის პატარა ნაჭერი, დაასხით ადუღებული რძე. ეს ნაზავი დალიეთ დილით, უზმოზე. ძალიან სასარგებლოა დასუსტებული ბავშვებისთვის.

ხველის დროს

აიღეთ 1 ცალი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გ პორტვეინი ან კაჰორი (ან ნებისმიერი სადესერტო ღვინო), აურიეთ ერთმანეთში და დალიეთ ძილის წინ. იმკურნალეთ, იქნებ სულაც არ დაგჭირდეთ ძვირადღირებული წამლები.

ნანახია: 3845 | დაამატა: aks75 | ტეგები: ჭრილობა, დიათეზი, პორტვეინი, თაფლი, ქათმის კვერცხი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]