მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
კოკტელები [25]
ლიქიორი [11]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » კატეგორიები » კოკტელები

კოქტეილი - მათრობელა და გემრიელი
2010-04-21, 10:50 PM

  სიტყვა "კოქტეილის” (cocktail) წარმოშობის ისტორია დღემე სადავოა და ალბათ ზუსტად არც არასდეროს გაირკვევა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება..

ლეგენდური წარსული:
  როგორც ყველაფერს, რასაც გაურკვევლობის ბურუსი ფარავს, კოქტეილის წარმოშობასაც ლეგენდებით მოსავენ. ერთ-ერთის თანახმად, მექსიკელმა პრინცესამ, რომელსაც სახელად ხოკტლმა ერქვა, ამერიკელ სტუმარს სასახლის კარზე დამზადებული სასმელი მიართვა. სტუმარს იგი ძალიან მოეწონა, მასპინძლის სახელი სასმელისაში აერია და კოქტეილად "მონათლა”. 
  მეორე ლეგენდით, კოქტეილი ინგლისური "კოკ ელისგან” წარმოიშვა და მამლის ლუდს ნიშნავდა, დღეს ასეთი სახელწოდების სასმელი არ არსებობს. ძველად კი, როდესაც მამლების ბრძოლა ერთადერთი სანახაობა გახლდათ, მოჩხუბარ მამლებს ალკოჰოლიანი სასმელების ნაზავით გაჯღენთილი ხორბლის მარცვლებით კვებავდნენ, ეს მათ ძალას მატებდა და ბრძოლაც უფრო საინტერესო იყო. ერთხელაც ‘მამლის ლუდი” კაცებს საკუთარ თავზე გამოიუცდიათ (რა თქმა უნდა, ხორბლის მარცვლების გარეშე), ძალიან მოწონებიათ  და მალე ახალი სასმელი დასავლეთის სალონების აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა. 
  სხვა ვერსიაში ქალი, ვინმე ელიზაბეტ ფლენეგენი ფიგურირებს. იორკთან ახლოს ლუდხანა ჰქონია და ჯარისკაცებს ვისკის, რომისა და სხვადასხვა ხილის წვენისგან ნაზავით უმასპინძლდებოდა. სასმელის ფერების დანახვისას, ერთ ფრანგ ოფიცერს უთქვამს: გაუმარჯოს მამლის კუდსო!. სხვა გადმოცემით, ქალმა მამლის კუდით მან სასმისი შეამკო და ამის გამო დაიმკვიდრა სასმელმა ასეთი სახელი. ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ კოქტეილი ესპანური სიტყვაა - კოლა დი გალო  და ისიც მამლის მკუდს ნიშნავს.

  1920 წელს, როცა მშრალი კანონის ძალით ამერიკაში ალკოჰოლიანი სასმელი აიკრძალა, მათ შენიღბვას ხილის წვენების დამატებით ცდილობდნენ, შესაძლოა, სწორედ ესაა კოქტეილის გავრცელების ბოლო საწყისი წერტილი ისტორიაში.

 

კოქტეილის ჭიქა
  თუ სიტყვა "კოქტეილის” წარმოშობა დღემდე სადავოა, ზუსტადაა ცდნობილი, რომ კოქტეილის ჭიქა ფრანგმა ფარმაცევტმა, პეიშომ გამოიგონა.

კოქტეილის დამზადება ხელოვნებაა?
  აღიარებული ფაქტია, რომ კოქტეილის დამზადება სასმელების მექანიკური არევა კი არა, ხელოვნებაა. კოქტეილი სულ მცირე, ორ სხვადასხვა სასმელს უნდა შეიცავდეს. როგორც წესი, მთავარი კომპონენტია - ვისკი, ბრენდი, არაყი, ყინული.

კლასიფიკაცია:


  კოქტეილები ორ დიდ ჯგუფად იყოფა - აპერიტივები და დაიჯესტივები. 
ა) აპერიტივი მადისაღმძვრელი ალკოჰოლიანი სასმელია; მას სადილის წინ მიირთმევენ. საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას უწყობს ხელს. კოქტეილ-აპერიტივებს ჯინით, ვისკით, არაყით, კონიაკით, რომით, ბრენდით, თეთრი ან წითელი ვერმუტით, ლიქიორით, სადესერტო ღვინოებითა და არააკოჰოლური წვენებით ამზადებენ.  მათ ჩხირის გარეშე, სირჩით (ე. წ. ბოკალი) და ჭიქით სვამენ.  
ბ) კოქტეილ-დაიჯესტივებს კი პირიქით - სადილის შემდეგ მიირთმევენ, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად. ამ ტიპის ბევრი სასმელის გემო მეტისმეტად ტკბილიდან  მჟავემდე იცვლება. ზემოხსენებული სასმელების გარდა, მის შემადგენლობაში ნაღები, ყავა, კვერცხი, თაფლი, ხილი და სიროფიც შედის. 

კოქტეილ-დაიჯესტივებს ჯგუფებად ყოფენ: 
1) კოქტეილ-საუერი: ძირითადი კომპონენტი რომელიმე ციტრუსის წვენია. ეს კოქტეილი მომჟავოა. შეიკერში ამზადებენ. ჩხირით სვამენ. ჭიქის კედლებს ჯერ ლიმონის წვენით ან სიროფით ასველებენ, მერე კი შაქრის პუდრით ალამაზებენ. ბოლოს, კოქტეილში ფორთოხლის ცედრას ამატებენ. მომჟავო-მარილიანი საუერიც არსებობს. მისი მომზადებისას ჭიქაში ჯერ ყინულის ნატეხებს ყრიან, ზემოდან ნელ-ნელა სასმელებს ისე ამატებენ, რომ ყინული გაიჟღინთოს.
2) კოქტეილ-კობლერი: ყინულის ნატეხებს ღვინის, ვისკის, პიტნის სიროფისა და ლიმონის წვენს ასხამენ. სასმელსაც და ჭიქის კიდეებსაც ხილით ამკობენ. 
3) კოქტეილ-ფლიპი: შამპანურის საგანგებო ჭიქით სვამენ. მასში კვერცხის გული, შაქარი და სპირტიანი სასმელები შედის. ყველაფერს თქვეფენ და ჭიქაში გადატანისთანავე მიირთმევენ, რომ ნაფიფქი არ გაუჩნდეს.  
4) ნაღებიანი, ძალიან გემრიელი კოქტილები. მათ ხანდახან თაფლს უმატებენ. სირჩაში ცხელ ყავას ასხამენ, შაქარსა და ირლანდიურ ვისკის უმატებენ და ზევიდან ათქვეფილ ნაღებს ადებენ;
5) ფენოვანი: მამლის კუდს ყველაზე მეტად წააგავს. სასმელების სხვადსხვა ფენა ერთმანეთში არ ირევა, მთავარია ერთმანეთზე ზუსტად დალაგდეს. ზოგჯერ თითოეულ ფენას საკუთარი ჩხირი აქვს.

 

                       ყველაზე მარტივი რეცეპტები:

ფორთოხლის კოქტეილი:
მასალა: ფორთოხლის წვენი, მშრალი შამპანური.
მომზადების წესი: შამპანური ჭიქაში ნახევრამდე ფორთოხლის წვენს ვასხამთ, შემდეგ შამპანურით ვავსებთ.

"მოგზაურობა სამხრეთში”
მასალა: 40 მლ. ლიქიორი, მშრალი შამპანური, 1 ნაჭერი ფორტოხლის ცედრა.
მომზადების წესი: შამპანურის გარდა, ყველაფერი ჭიქაში მოათავსეთ და ბოლოს სეავსეთ შამპანურით.

კოქტეილი წითელი ღვინით
მასალა: 1 კვერცხის გული, 80 მლ. წითელი ღვინო, 2 ჩ.კ. შაქარი, შამპანური, გახეხილი მუსკატის კაკალი. 
მომზადების წესი: შამპანური გარდა, ყველაფერი შეიკერში აურიეთ. გაფილტრეთ, შემდეგ დაასხით შამპანური და მუსკატის კაკალი მოაყარეთ.

"ფრანგული კოცნა”
მასალა: 1 ჩაის კოვზი ჟოლოს პიურე, შამპანური.
მომზადების წესი: ჭიქაში ჟოლოს პიურეს ვდებთ და შამპანურს ვასხამთ.

"დებიუტანტი”
მასალა: 30 მლ. ტეკილა , 25 მლ. ატმის ლიქიორი, 5 მლ. პიტნის ლიქიორი, 1 ს. კ. ლიმონის წვენი. მოსართავად ერთი ცალი კოქტეილის ალუბალი.
მომზადების წესი: ყველაფერს "შეიქერში” შეანჟღრევთ, ირჩაში მოათავსებთ და შემდეგ ალუბალს ჩააგდებთ, სულ ეს არის "დებიუტანტი”.

 

  გაითვალისწინეთ, კარგი კოქტეილის დასამზადებლად ბარში სხვადასხვა სასმელი და ხილის წვენი აუცილებლად უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა, საჭირო მოწყობილობებთან და ჭურჭელთან ერთად. მაგრამ ეს სხვა, კიდევ უფრო ფართო თემაა, ცალკე განხილვას მოითხოვს და ამიტომ  მოგვიანებით განვავრცობთ.

 


 

 

კატეგორია: კოკტელები | დაამატა: aks75 | ტეგები: msrali shampaniuri, yinuli, brendi, liqiori, fortoxlis wveni, arayi, cedra, კოქტეილი - მათრობელა და გემრიელი, kik elisagan
ნანახია: 4295 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0