ბულგარული წიწაკა ბრინჯით - სამარხვო კერძები - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სამარხვო კერძები

ბულგარული წიწაკა ბრინჯით
2010-04-08, 4:30 PM
მასალა:

1ბულგარული წიწაკა ‐ 2 კგ
ბრინჯი ‐ 3 ჩაის ჭიქა
ხახვი ‐ 3‐4 თავი
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი ‐ თითო ჩაის კოვზი მარილი, წიწაკა, შავი პილპილი ‐ გემოვნებით
პამიდორი ‐ 1 კგ. ან ტომატი ‐ 2 სუფრის კოვზი
ზეთი ‐ 1 ჩაის ჭიქა

მომზადება:

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი
მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი
პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით,
მარილით, წიწაკით და შავი პილპილით.
ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში
(თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის
ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი
წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.


0 нравится
კატეგორია: სამარხვო კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემიელი რეცეპტები, ბრინჯით, ბულგარული, წიწაკა
ნანახია: 3144 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]