მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სამარხვო კერძები

სოკოს შეჭამანდი
2010-04-21, 11:56 PM

გვესაჭიროება:
600 გრ. ნედლი ან 200 გრ. ხმელი სოკო, 
1 კგ. კარტოფილი, 100 გრ. 
ქერის (`პერლოვკა~) ბურღული, 
125 გრ. სტაფილო, 
120 გრ. თავი ხახვი, 
50 გრ. ზეთი, 
1800 მლ. სოკოს ბულიონი, 
ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
სოკოს ბულიონი მოვხარშოთ ხმელი ან ნედლი სოკოსაგან. მოხარშული ხმელი სოკო დავჭრათ წვრილად, ხოლო ნედლი სოკო დავჭრათ ბულიონის მოხარშვის წინ. ქერის ბურღული დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე 30-40 წუთის განმავლობაში. გადავღვაროთ წყალი, ბურღული გავრეცხოთ.
კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად. წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი და მწვანილი მოვშუშოთ ზეთში. 
მზა სოკოს ბულიონში ჩავყაროთ ნახევრად მოხარშული ბურღული, ვხარშოთ 15-20 წუთი, დავამატოთ კარტოფილი, მოშუშული სტაფილო, ხახვი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მოხარშული სოკო და მოვაყაროთ მარილი.

 

0 нравится
კატეგორია: სამარხვო კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: xaxvi, oxraxushi, perlovka, sokos bulioni, burguli, nedli xmeli soko, სოკოს შეჭამანდი, stafilo, kartofili, marili
ნანახია: 2591 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]