ინგრედიენტები: 2 ულუფა 100 გ ორაგულის ფილე 1/2 ლიმონი 60 გ შებოლილი ორაგულისა და ფარგას ფილე 15 გ პური 50 გ ხახვი 15 გ ზეთი 30 გ გასუფთავებული კრევეტები სალათის ფურცლები სურვილისამებრ 40 გ კიტრი 50 გ მაიონეზი 30 გ ყველი 50 გ მწვანე ბარდა 20 გ სქელი ნაღები პილპილი მომზადების წესი: 1. ორაგულის ფილე დაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ პილპილი. 2. ფარგასა და შებოლილი ორაგულის ფილე, რძეში დამბალი პური და ხახვი დაჭერით წვრილად. შეურიეთ პილპილი და ზეთი. 3. მიღებულ მასაზე გაანაწილეთ კონიაკში ჩამბალი კრევეტები, გააკეთეთ პატარა რულეტები და მოხარშეთ ორთქლზე. 4. სალათის ფურცლები და კიტრი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ მაიონეზის ნაწილი და ლიმონის წვენი. 5. ყველი გახეხეთ, მოაყარეთ ფქვილი და გამოაცხვეთ 2 კვერი. 6. სოუსისათვის მოხარშეთ ბარდა და გახეხეთ. შეურიეთ ნაღები და დარჩენილი მაიონეზი. 7. კიტრის სალათა დადეთ თეფშზე, დაადეთ ყველის კვერი და ორაგულის ფილე. გვერდით მიუწყვეთ თევზის რულეტები და მოასხით სოუსი.
|