მომზადება: შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა კასრში, ან ქილაში. მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი, და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება ქილა. ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.