მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცხელი კერძები

თეთრი სოკოს სუპი “კლარიკა”
2010-04-07, 12:05 PM
     მასალა:
  • 1 დიდი ხახვის თავი; 
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო; 
  • 4-5 საშუალო ზომის თეთრი სოკო; 
  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი; 
  • 300 გრ. რძე; 
  • 700 მლ. წყალი; 
  • მარილი, შავი პილპილი; 2 ს. კოვზი მანის ბურღული; ზეთი; მწვანილი; არაჟანი გემოვნებით. 

მომზადება:

სოკო საგულდაგულოდ გავრეცხოთ ცივ წყალში. სოკოს ძირს დანით მოვჭრათ გაჭუჭყიანებული ადგილები. ქვაბის ფსკერზე, სადაც სუპი უნდა მოიხარშოს დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეთი. უმჯობესია ვიხმაროთ რაფინირებული ზეთი, სპეციფიკური მძაფრი სუნის გარეშე, იმისათვის, რომ სოკომ თავისი არომატი არ დაკარგოს.
ქვაბი საშუალო ცეცხლზე დავდგათ 3 წუთის მანძილზე. გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ გახეხილი ბოსტნეული და სოკო, შემდგომ ვხრაკოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ, დაახლოებით 8 წუთი, სანამ ხახვი მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერს არ მიიღებს.
კარტოფილი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, ქვაბში ჩავამატოთ და 5 წუთით შევაყოვნოთ, შემდგომ გადავდგათ.
ცალკე ქვაბში ავადუღოთ წყლით გაზავებული რძე. მდუღარე მასა ჩავასხათ სოკოსა და ბოსტნეულის ქვაბში, მარილი და პილპილი გემოვნებით. საგულდაგულოდ მოვურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე.
სოკო მსხვილად დავჭრათ და ერთ სუფრის კოვზ ზეთში შევწვათ, სუპის ქვაბში ჩავდოთ, ცეცხლს მოვუმატოთ და სუპი ადუღებამდე მივიყვანოთ.
სუპი ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავუმატოთ გაცრილი მანი, თან სუპს ვურიოთ წრიული მოძრაობით იქამდე, სანამ ბურღული კარგად არ დაიშლება. თუ ისინი წარმოიქმნა, ამოვიღოთ სუპიდან. კვლავ დავდგათ სუპი დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ 10 წუთი. მაგიდაზე მივიტანოთ წვრილად დაჭრილ მწვანილთან და არაჟანთან ერთად.მომზადების დრო – 35 წუთი; 4 ულუფაგახსოვდეთ:
თეთრი სოკო არა მხოლოდ ძალიან ლამაზია, ის ამასთანავე გემრიელი და სასარგებლოა. იმისათვის, რომ სოკომ თავისი სახე არ დაკარგოს უმჯობესია საერთოდ არ დავჭრათ. რომ დავრწმუნდეთ, სოკო არის თუ არა ჭიანი, ამისათვის საჭიროა სოკოს ფეხს დანით პატარა ფენა მოვაჭრათ. თეთრი სოკო შეგვიძლია გავახმოთ, მოვხარშოთ ან დავამარილოთ. მსხვილად დაჭრილი შემწვარი სოკო საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.


0 нравится
კატეგორია: ცხელი კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: klarika, სუპი, გემიელი რეცეპტები, supi, კერძები, კულინარია, tetri sokos supi, თეთრი სოკოს, წვნიანი, “კლარიკა”
ნანახია: 3002 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]