მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცხელი კერძები

''საზაფხულო'' ტოლმა
2010-04-29, 11:09 PM
მასალი:
500 გრ საქონლის ან ცხვრის ხორცი, 1/4 ჭიქა ბრინჯი, 200 გრ თავი ხახვი, 4-5 ბადრიჯანი, 800
გრ კომბოსტო, 4-5 პომიდორი, 500 გრ პომიდორი წვენისათვის, 3-4 ც ბულგარული წიწაკა,
ქინძი, ოხრახუში, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
მიმზადება:
ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და
მწვანილთან ერთად, დავამატოთ გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, პილპილი, მარილი,
ცოტა წყალი და კარგად გადავურიოთ.
ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწი, გავრეცხოთ, ამოვაჭრათ გული თესლებიანად, ამოვავსოთ
ხორცის ფარშით.
ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწი, ამოვაცალოთ თესლი, ამოვავსოთ ხორცის
ფარშით.
პომიდორი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწის მხარე, ამოვაჭრათ რბილობი თესლიანად,
ამოვავსოთ ხორცის ფარშით.
კომბოსტო ჩავდოთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5-10 წუთი, ფოთლები დავაცალკევოთ,
მოვაჭრათ მაგარი ნაწილი, ფოთოლზე დავდოთ ხორცის ფარში და შევახვიოთ.
ღრმა ქვაბში ფენა-ფენა ჩავალაგოთ კომბოსტოს, პომიდვრის, ბადრიჯნის, ბულგარული
წიწაკის ტოლმა. ზემოდან დავადოთ თეფში, დავახუროთ სახურავი, შემოვდგათ ცეცხლზე და
ვხარშოთ მზადყოფნამდე (1,5 საათი).
მზა კერძი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი.


0 нравится
კატეგორია: ცხელი კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: bulgaruli wiwaka, xaxvi, sazapxulo tolma, oxraxushi, ''საზაფხულო'' ტოლმა, kombosto, saqonlis an cxvris xorci, pomidori, badrijani, brinji
ნანახია: 10597 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]