მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ქათმის ღვიძლი კარაქით
2010-04-10, 9:50 PM
ფრანგული გემო
 
ქათმის ღვიძლს ბევრი მიირთმევს, მაგრამ ფრანგული სტილით მომზადებულს სულ სხვა გემო აქვს.
35 წლის წინ, როდესაც ეს კერძი პირველად მოვამზადე, გაოგნებული დავრჩი: ფერი და სტრუქტურა ისეთი ნათელი და ამავე დროს, იდუმალი იყო... ცხადია, ამის მიზეზი ამოუხსნელი საიდუმლო არ ყოფილა. მარტივი გახლდათ: ღია ფერი ნაღებისა და კარაქის დამსახურება იყო; სტრუქტურის იდუმალება კი – სანელებლებისა და ცოტაოდენი ალკოჰოლის.
თანაც, ფრანგულად მომზადებული ღვიძლი გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე, ჩვენი ბებიების რეცეპტით, ღვიძლის ბეგვა. ამისთვის კარაქში მხოლოდ ხახვის დალბობა, ღვიძლის გასუფთავება და მაცივარში მოთავსება გჭირდებათ. ეს კი გაცილებით ადვილია, ვიდრე რძეში ქათმის ღვიძლის საათობით ლბობა.
საბოლოოდ კი, მზადება დასრულებულია მაშინ, როდესაც ღვიძლის გარეთა ნაწილი ყავისფრდება, შიგთავსი კი ჯერ კიდევ ვარდისფერია. ამ ორ რეცეპტს შორის განსხვავება აქაც სახეზეა: დაბეგვილი ღვიძლის ხარშვა ლამის სიკვდილამდე გიწევს, ეს კი წუთებში მზადდება.
  
შემადგენლობა:
 
10-15 წიწაკის მარცვალი;
4 მიხაკის თესლი;
ნახევარი ფინჯანი კარაქი;
1 ხახვი;
600 გრ. ქათმის ღვიძლი;
მარილი;
1/3 ჭიქა ნაღები;
1-2 სუფრის კოვზი ბრენდი;
პური ან კრეკერი, მიღებული მასის მოსათავსებლად.
 
მომზადების წესები:
სანელებლის ან ყავის საფქვავით ერთად დაფქვით წიწაკა და მიხაკის თესლი.
გაადნეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი საშუალო ცეცხლზე შომოდგმულ ტაფაზე. როდესაც ქაფს გაიკეთებს, ჩაყარეთ ხახვი და გააჩერეთ მოშუშვამდე (3-4 წუთით). დაამატეთ მარილმოყრილი ღვიძლი. გააჩერეთ 2 წუთით და გადააბრუნეთ, რომ მეორე მხარესაც შეყავისფრდეს. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლი ამ დროს მაღალი უნდა იყოს. ასე ღვიძლი გარედან სწრაფად შეიბრაწება და შიგნით ისევ ვარდისფერი დარჩება.
ხახვი, ღვიძლი და გამდნარი კარაქი, რომელშიც ღვიძლი იშუშებოდა, მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ დარჩენილი კარაქი, ნაღები, სანელებლები და ბრენდი. თქვიფეთ მანამ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. შემდეგ კი გასინჯეთ და საკმაზი გემოვნებით დაუმატეთ.
მიღებული მასა გადაიტანეთ ჯამში და შედგით მაცივარში. დატოვეთ იქ 2-3 საათით და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვით პურზე ან კრეკერზე გადასმული.
მომზადებისდრო: 45 წუთი, პლუს 2-3 საათიგასაციებლად.8-10 ულუფა.
0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემრიელი რეცეპტები, კარაქით, ღვიძლი, ქათმის
ნანახია: 2689 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]