მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ინდაურის საცივი
2010-04-10, 10:29 PM
მასალა:

1 ცალი, ახალგაზრდა, არა უმეტეს 1 წლის ინდაური, 
ხარშვა დასჭირდება ძალიან დიდხანს და საბოლოოდ შეიძლება მაინც არ ივარგოს; ჯობს მომზადდეს ნახევარ–ნახევარი დედალ–მამალი ინდაურის საცივი; დედლის ხორცი ცხიმიანია და გემრიელი წვენი გამოდის, მაგრამ წვენში ჩასადები ხორცი ცოტა რჩება (ცხიმი დნება და ნახარშში გადადის); მამალს ცხიმი ნაკლები აქვს, ხორცი – მეტი; მაგრამ მამლის ნახარში ისეთი გემრიელი არ არის.
ნიგოზი: 0,5 კგ
ნიორი: 5 დიდი კბილი
ხახვი (ქართული წითელი, მშრალი): 5 დიდი თავი
ქინძი ნედლი: ბაზრის 2 პატარა კონა (მეტიც შეიძლება)
ყვითელი ყვავილი დაფქვილი: 6 ჩაის კოვზი
ქინძის თესლი ხმელი დაფქვილი: 3 ჩაის კოვზი
უცხო სუნელი: 3 ჩაის კოვზი
მიხაკი დაფქვილი: დანის წვერზე
წითელი მწარე წიწაკა დაფქვილი: 2 ჩაის კოვზი დაახლოებით (გემოვნებაზეა დამოკიდებული და წიწაკის სიმწარეზე. გასინჯეთ წინასწარ)
ძმარი ღვინის: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით

მომზადება:

1. ინდაურის მომზადება:
ინდაური კარგად გასუფთავდეს, გაირეცხოს;
მოეჭრას კისერი და კანჭები;
ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა;
დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს;
იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ;
პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით;
პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!);
როცა მოიხარშება, გადმოვდგათ;
ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან;
წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც);
დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში;
ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს!
გამოიღოს, გაგრილდეს;
დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად.

2. ნიგვზანი მასის მომზადება:
ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ;
მოთავსდეს ემალირებულ ჯამში;
დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი;
კარგად აირიოს;
ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!)
მასა კარგად აიზილოს ხელით;
დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს)
ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში;
დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას;
კარგად აირიოს სუფრის კოვზით.

3. ხახვის მომზადება:
ხახვი დაიჭრას ძალიან წვრილად;
იშუშოს ინდაურის ბულიონზე მოხდილ ცხიმში;
კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს, ოდნავ შევარდისფრდეს;
გადმოიღეთ ემალირებულ ქვაბში;
დაესხას 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეივსოს ანადუღარი წყლით);

4. საცივის წვენის მომზადება:
ნიგვზიან მასას დაესხას ცოტ–ცოტა ხახვიანი ბულიონი და აიზილოს კოვზით სანამ ერთგვაროვანი თხელი ფაფის კონსისტენციის არ გახდება;
ჩაისხას ეს ფაფისებრი მასა დანარჩენ ბულიონში;
კარგად აირიოს;
დაიდგას საშუალო ცეცხლზე;
მუდმივი მორევით მივიდეს ადუღებამდე;
ჩალაგდეს დაჭრილი ხორცი;
ცეცხლს დაეწიოს, იდუღოს 10–15 წუთი;
გადმოიდგას, 3–5 წუთი შეგრილდეს;
დაემატოს ძმარი თითო სადილის კოვზი გემოვნებით თანდათანობით;
დაემატოს მარილი, თუ აკლია;
დაესხას გამოწურული ზეთი;
გაცივდეს.
0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემრიელი რეცეპტები, ინდაურის საცივი, კაკალი
ნანახია: 4875 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 niks  
0
magari receptebi gaqvt

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]