მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

შემწვარი გოჭი იმერული ყველის ფარშით.
2010-04-19, 0:35 AM

  ინგრედიენტები: 1ც. გოჭი;
                               გოჭის გულ-ღვიძლი და კუჭი;
                               750 გრ. იმერული ყველი;
                               ტარხუნა, პიტნა;
                               მარილი გემოვნებით.

 

     გამოშიგნულ და გარეცხილ გოჭს, გარედან და შიგნიდან ოდნავ მოვაყაროთ მარილი.
     ფარშის მომზადება: გოჭის გულ-ღვიძლი და კუჭი, მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე და წვრილად დავჭრათ. დავამატოთ დაჭრილი იმერული ყველი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა და პიტნა, მოვაყაროთ მარილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
     ფარშით ამოვავსოთ გოჭის მუცელი, გავკეროთ მაგარი ძაფით. გოჭი დავდოთ ტაფაზე ზურგით ზევით და შევდგათ ქურაში. შეწვის პროცესში პერიოდულად მოვასხათ ცხიმი, რომელიც მისგან გამოიყოფა და ზედაპირზე წავუსვათ კარაქი. 
     გოჭის მზადყოფნის განსაზღვრისთვის საჭიროა მისი ზედაპირი ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით, თუ ხორცი მზადაა, ჩანგალი ჩაერჭობა ადვილად და თანაბრად, ხოლო გამოსული წვენი გამჭვირვალე იქნება. 
     მაგიდასთან მიტანის წინ შემწვარ გოჭს ამოვაცალოთ ძაფი.

 

 

0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, მარილი, ტარხუნა, გემრიელი რეცეპტები, პიტნა, იმერული ყველი, გოჭის გულ ღვიძლი, შემწვარი გოჭი, კუჭი
ნანახია: 2286 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]