გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით - ხორცეული - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით
2010-04-19, 0:51 AM
მასალა: 
  • კუჭმაჭი 1 კგ. 
  • ხახვი 2-3 თავი 
  • ნიგოზი 2 ჩაის ჭიქა 
  • ქონდარი 5-6 ძირი 
  • ნიორი 2 კბილი 
  • ბროწეული 1 ცალი 
  • წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, სუნელი-გემოვნებით. 
მომზადება:
კარგად გასუფთავებული და გარეცხილი კუჭმაჭი, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ და დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად.
ავურიოთ წმინდათ დაჭრილი ხახვი, ქონდარი, დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, ხმელი სუნელი, ნიორი და გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში.
თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა დავამატოთ ბულიონი. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.


0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: ნიორი, ნიგოზი, ბროწეული, ქონდარი, სუნელი, კუჭმაჭი, ქინძი, ხახვი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა
ნანახია: 4224 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 1
1  
zalian gemrielia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]