მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ხინკალი
2010-04-23, 2:24 AM

მასალა :
  1. მსუქანი ცხვრის ხორცი - 300გრ,
  2. ღორის ხორცი - 200გრ,
  3. ხახვი - 3 თავი,
  4. პურის ფქვილი - 500გრ,
  5. ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება:

  დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.

გაცერით პურის ფქვილი, მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის.




ხინკალი – ქართული კერძი

ხინკალი – ქართული კერძი



ხინკალი – ქართული კერძი





გემრიელად მიირთვით!



0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: kinzi, xaxvi, ხინკალი, oxraxushi, cxvris xorci, xinkali, qondari, msuqani, goris xorci, puris fqvili
ნანახია: 8144 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
1 mira  
0
cudad gaxdomamde shevjamdi ise momenatraaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]