მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცომეული

ბლინების ლაზანია
2010-04-12, 8:44 PM
მასალა:
12-14 ბლინი (ჩვეულებრივ ბლინებზე ცოტა სქელი გამოაცხეთ).

გულსართის მასალა:

1 ჩ.ჭ. ბრინჯი (მოვხარშოთ და კამა მოვაყაროთ)
500 გრ. ქამა სოკო (მოვშუშოთ ხახვში, ნივრის ფირფიტებთან ერთად) 5-6 კვერცხი (მოვხარშოთ და დავჭრათ)
500 გრ. ქათმის ხორცი (მოვხარშოთ და დავჭრათ, ბულიონში ბრინჯი შეიძლება მოხარშოთ) სოუსი ბეშამელის მაგვარი: 30 გრ. 
კარაქში მოვშუშოთ 0,5 ჩ. ჭ. ფქვილი, დავამატოდ თბილი ნაღები (დაბალ პროცენტული) ან რძე, მარილი+პილპილი+მუსკატის კაკალი. ავადუღოთ და გადმოვდგათ. თუ სქელი გამოვიდა, დაამატეთ ადუღებული ნაღები. შუშის ან სხვა ფორმაში (კარაქ წასმული) ჩავაფინოთ ბლინები გარშემო, ისე, რომ ბოლოები კედლებზე გადმოკიდებული ქონდეს ბლინებს (მერე უნდა გადავკეცოთ). ჩავდოთ ბრინჯის მასა, ზემოდან დავადოთ ბლინი (მარტო ბრინჯი რომ დაიფაროს), დავაყაროთ კვერცხი და სოუსი მოვასხათ ცოტათი, ისევ ბლინი 
დავაფაროთ, ქათმის ხორცი მოვაყაროთ, ისევ ბლინით დავფაროთ, ბოლოს სოკო მოვაყაროთ, სოუსი მოვასხათ ცოტა, გადმოვკეცოთ ბლინების დატოვებული ბოლოები,
დავადოთ ისევ ბლინი, დავასხათ ცოტა ერბო, დავაფაროთ სახურავი ან ფოლგა და ღუმელში შევდგათ, 220 გრადუსზე, 30 წუთით. მერე მოვხადოთ ფოლგა და გავაგრძელოთ ღუმელში მზადება კიდევ 15 წუთით. გამოვიღოთ ღუმელიდან, ამოვაპირქვავოთ, ცოტათი შეგრილების მერე დავჭრათ, მოვასხათ სოუსი და მივირთვად.






0 нравится
კატეგორია: ცომეული | დაამატა: aks75 | ტეგები: ქათმის ფილე, ქამა სოკო, ბრინჯი, სოუსი, ბლინების ლაზანია, კვერცხი
ნანახია: 3441 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]