მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ეკზოტიკური კერძები

ტარტაროზა (ზღვის ეშმაკი), ალმეხები და გამბები ღვინის სოუსით
2010-04-11, 11:05 PM


1 კგ. ტარტაროზა
½ კგ. ალმეხები
¼ გამბები ან ლანგოსტინები
1 ხახვი
1-2 კბილი ნიორი
ოხრახუში
ზაფრანა, ან ყვითელი ყვავილი
½ ჭიქა თეთრი ღვინო

1/2 კოვზი ფქვილი
ზეთი

ტარტაროზა გავარჩიოთ, ხერხემალი, თავი ცალკე ქვაბში მოვათავსოთ, ლანგოსტინები ან გამბები გავასუფთავოთ და მისი კანი ჩავყაროთ ტარტაროზას  ნარჩენებთან, ჩავასხათ წყალი და გავაკეთოთ ბულიონი. სოუსისთვის დაგვჭირდება

ცალკე ალმეხები, რომელთაც კარგად გავასუფთავებთ ერთმანეთთან ხახუნით, შემდეგ მოვათავსებთ მარილიან წყალში, რათა ბოლომდე გასუფთავდეს.
ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი და წინასწარ ფქვილში ამოვლებული ტარტაროზას ნაჭრები შევწვათ.

გადმოვიღოთ უკვე შემწვარი თევზი და მოვათავსოთ ცალკე. ჩავყაროთ ლანგოსტინები ან გამბები და ისინიც მოვშუშოთ. გავითვალისწინოთ, რომ ამათ ცოტა დრო სჭირდებათ და მთავარია არ ჩაგვეხარშოს.

იმავე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.

დავუმათოთ ფქვილი. დავასხათ ღვინო და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. თუ ამოიშრო, ცოტ–ცოტას დავუმატებთ უკვე გამზადებულ თევზის ნახარშს.
 

დავუმატოთ ალმეხები. დავაფაროთ თავზე, რათა გაიხსნას (რომელიც არ გაიხსნება, ე.ი. არ ვარგა საჭმელად), შემდეგ კი ალმეხებიც გადავიტანოთ თეფშზე.

დარჩენილი წვენი მოვათავსოთ სხვა ჭურჭელში და ავთქვიფოთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს.

ეს მასა ჩავასხათ ისევ ტაფაში და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, თან ვურიოთ და ცოტ–ცოტა თევზის ბულიონი ვამატოთ. როცა სოუსი მზად იქნება, ზემოდან მოვაწყოთ გამზადებული ტარტაროზა, ლანგოსტინები და ალმეხები, მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 3-5
წთ.

 


რეცეპტის ავტორი faustina


0 нравится
კატეგორია: ეკზოტიკური კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: გემრიელი რეცეპტები, ტარტაროზა (ზღვის ეშმაკი), ალმეხები და გამბები ღვინის სოუსით
ნანახია: 2783 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 Maria  
0
esec !

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]