მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ტორტი ,,ჩიტის რძე’’
2010-04-07, 10:33 PM

      მასალა ბისკვიტისთვის:

  • 4 ც. კვერცხი, 
  • 40 გრ. შაქარი, 
  • 5 გრ. კაკაოს ფხვნილი, 
  • 50 გრ. პურის ფქვილი ან 60 გრ. სახამებელი

მომზადება:

    კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ არ მოიმატებს მოცულობაში 2-3-ჯერ. ჩაყარეთ ფქვილი ან სახამებელი, რომელშიც წინასწარ შურიეთ კაკაოს ფხვნილი და სწრაფად მოზილეთ ცომი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში, ჰაერღუმელში 220°-ზე, 20-25 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გააგრილეთ და დაჭერით 2-3 ფენად.

       

        მასალა კრემისთვის:

  • 300 გრ. კარაქი, 
  • 150 გრ. შაქრიანი 
  • შედედებული რძე, 
  • კონიაკი, ვანილი.

   მომზადება:

კარაქი კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაუმატეთ შედედებული რძე, ბოლოს კონიაკი და ცხელ წყალში გახსნილი ვანილი.

სუფლეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 კვერცხის ცილა, 180 გრ. შაქარი, 50 გრ. წყალი  ვაჟინისთვის, 150 გრ. წყალი ჟელატინისთვის, 15 გრ. ჟელატინი.

მომზადების წესი:

ჟელატინი ჩაალბეთ 40 წუთით და გადაწურეთ. გაადნეთ ორთქლზე. წყალში ჩაყარეთ შაქარი და წამოადუღეთ, მოხსენით ქაფი და ადუღეთ ბუშტების წარმოქმნამდე. ამავდროულად ცილა ათქვიფეთ, ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი სეროფი, ბოლოს – გამზადებული ჟელატინი. სუფლე შეაგრილეთ, დაუმატეთ კრემის 1/4 და ფრთხილად ამოურიეთ.

ფირფიტები შეაერთეთ კრემით, ჩადეთ გასახსნელ ფორმაში, დაასხით სუფლე, მოასწორეთ და გააცივეთ. ფორმას მოხსენით გვერდები. ზემოდან და გვერდებზე წაუსვით შოკოლადის მინანქარი.

შოკოლადის მინანქარი:

ორთქლზე გაადნეთ 100 გრ. შოკოლადი 30 გრ. კარაქთან ერთად.

მომზადების დრო: 1 საათი + გაციება.

0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: ჩიტის რძე’’, ტკბილეულობა, გემიელი რეცეპტები, კულინარია, ტორტი
ნანახია: 4716 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]