მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ხაჭოს ტორტი
2010-04-07, 10:46 PM
     მასლა:
  • მშრალი ბისკვიტი – 260 გრ., 
  • მარგარინი – 150 გრ., 
  • ჟელატინი – 12 გრ., 
  • გახეხილი ხაჭო – 500 გრ., 
  • შაქარი – 75 გრ., 
  • ვანილის შაქარი – 1 ჩ.კ., 
  • ლიმონისა და ფორთოხლის გახეხილი ცედრა და წვენი, 
  • ქერქი – გასაფორმებლად, 
  • ახალი ხენდრო ან მისი ჯემი, ან მურაბა – 250 გრ., სოუსისთვის – 50 გრ. ხენდრო, 
  • ცოტა წყალი. 
     მომზადება: 

    ბისკვიტი დაფშვენით საბრტყელებლით ან გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში. გაადნეთ მარგარინი და შეურიეთ ბისკვიტის ნაფხვენებს. მიღებული მასა მოათავსეთ მოსახსნელძირიან ნამცხვრის ფორმაში, თან მჭიდროდ მიაკარით ფორმის ფსკერსა და კედლებზე. შედგით მაცივარში დაახლოებით 15 წუთით.
დაასხით ჟელატინს ცივი წყალი, გააჩერეთ მანამ, სანამ ნამცეცები გამჭვირვალე არ გახდება. ერთმანეთში შეურიეთ ხაჭო, შაქარი, ვანილის შაქარი, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. გადაწურეთ ჟელატინი და ფორთოხლის წვენთან ერთად ნელ ცეცხლზე გააცხელეთ. შემდეგ დაამატეთ მიღებულ ნაზავში. მიღებული მასა მოათავსეთ ბისკვიტის ნაფხვენებისაგან გამომცხვარ ფუძეზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
სოუსისთვის _ დაჭყლიტეთ ხენდრო მცირე რაოდენობის წყალში (სურვილისამებრ შაქართან ერთად) პიურეს მაგვარი მასის მიღებამდე. დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
გააფორმეთ ტორტი ფორთოხლის ცედრით, მარწყვით, მურაბით ან ჯემით.
ტორტის სოუსი სუფრასთან ცალკე მიიტანეთ.
მომზადების დრო – 60 წუთი


0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, ხაჭოს, გემიელი რეცეპტები, დესერტი, ტკბილეულობა, ტორტი
ნანახია: 2067 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]