ნამცხვარი ციყვი - ტკბილეულობა - რეცეპტები, კულინარია - კულინარია
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ტკბილეულობა

ნამცხვარი ციყვი
2012-03-05, 4:32 PM
მასალა:
  • კარაქი 300 გრამი
  • შაქრის ფხვნილი  2 ჩაის ჭიქა 
  • კვერცხი  5 ცალი
  • არაჟანი  1 ქილა 
  • ფქვილი  3 ჩაის ჭიქა 
  • რძე  1 ლიტრი 
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი, ვანილი გემოვნებით 

მომზადება:

  200 გრამი კარაქი და ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. სათითაოდ დავუმატოთ 5 კვერცხი, დავასხათ ერთი ქილა არაჟანი, ძმარში გახსნილი სოდა, მარილი, ვანილი, 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად ავურიოთ; მიღებული მასა დავასხათ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე. როცა შეგრილდება, დავჭრათ ჩაის ჭიქით. მორჩენილი ნაჭრები ისევ შევდგათ გამოსაცხობად, რომ გამოვიყენოთ დასაფშვნელად და ნამცხვარზე მოსაყრელად.
ჭიქით გამოჭრილი ნაჭრები გავჭრათ ჰორიზონტალურად, წავუსვათ ვაშლის პიურე ან კრემი, შევაერთოთ და ზემოდანაც წავუსვათ იგივე. მოვაყაროთ დაფშვნილი მასა და შაქრის პუდრა.
 
კრემის მომზადება:

 ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, სამი სუფრის კოვზი პურის ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში და ნელ–ნელა ჩავასხათ ადუღებულ რძეში, შევდგათ ცეცხლზე და განუწყვეტლივ მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ 5–10 წუთი. შევაგრილოთ, შევაზილოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი და ცოტა ვანილი.





გემრიელად მიირთვით!


0 нравится
კატეგორია: ტკბილეულობა | დაამატა: aks75 | ტეგები: ciyvi, gurmani, გურმანები, namcxvari ciyvi, ციყვი, გურმანი, ნამცხვარი ციყვი, namcxvrebi, რამცხვრები
ნანახია: 21294 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 3.5/4
სულ კომენტარები: 5
5  
vaimeeee ra magari ragacaaaa

4  
magaria

3  
magaria

2  
magaria

1  
დიდი მადლობა გემრიელია ძალიან

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]