მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

ჩურჩხელა
2010-04-13, 1:41 PM

საჩურჩხლე ნიგვზის თხილის დამზადება და ასხმა:

 
მოიღეთ თეთრი ლებანი გამხმარი ნიგვზისა, დასჭერით თითო ლებანი ოთხად-ხუთად; ყაჭის ძაფი დაქსელეთ ერთი მტკაველი და ორი გოჯი თავი გაუჭერით, ამ ძაფზე ააგეთ ნემსი და ერთი მომსხო ნიგოზი ააგეთ ძაფზე და ორჯელ ამოუყარეთ, რომ ნიგოზი არ ჩასძვრეს; მერე აასხით ამ ძაფზე ნიგოზი თუ თხილი, სანამ ძაფი გაიმსება, თან ცოტ-ცოტათი დასწიეთ, რომ ცარიელი ალაგი არ დარჩეს. ამრიგად რამდენიც გნებავთ, ჩურჩხელა აასხით; მერე მსხვილი ბამბის ძაფი-სათაურები გაუკეთეთ, თხილს დაჭრა არ უნდა, მთელები აასხით. ნუში უნდა დაფცქვნათ შუაზე, გასჭრათ და ისე აასხათ. ჩამიჩი და ქიშმიშიც ასევე აასხით.
 
ტკბილის მობადაგება საჩურჩხლედ:
 
თეთრი ყურძნის ტკბილი აიღეთ (ბოლოს წვენი, - წინა წვენი არ ვარგა), იქამდინ ადუღეთ, სანამდის ცოტათი სუნი მიეცემა ბადაგის; ას ჩურჩხელაზე ტკბილი აიღეთ ერთი ჩაფი (16 ლიტრია) და ერთი თუნგი (4 ნახევარი ლიტრი - მ.ხ.). როცა ბადაგი გაცივდეს, გასწურეთ პარკში; ერთი ჩაფის ქვაბში სამსე რო მოადუღოთ, ამას თავ-მობმული ექვსი ჯამი ფქვილი ჩააყარეთ, ფქვილი კარგი ძარღვიანი უნდა იყოს და ორჯელ გამტკიცული; ნელთბილ ბადაგში მოუკიდეთ ფქვილი და თან თქვიფეთ ფოჩხებიან ჯოხით, რომ ფქვილი გაიხსნას. როცა ფქვილი კარგა გაიხსნება, ნელ ცეცხლზე შედგით, თან სულ ურიეთ და თან ზილეთ დიდი კოვზით ან ქაფქირით; ისე წყნარ-წყნარა იდუღოს, რომ არ წამოდუღდეს; იმდენ ხანს უნდა იშუშოს წყნარ-წყნარა, რომ ფქვილის გემო არა ჰქონდეს და თათარამ კრიალი დაიწყოს; მერე მომზადებული ჩურჩხელა ნიგვზისა გაავლეთ, ჩამოჰკიდეთ ხარიხაზე, მერე თხილის, ნუშის, ჩამიჩის, გაავლეთ; მეორედ გასავლებად კიდევ ისე მოამზადეთ, როგორც ზემოდ არის აწერილი, ოღონდ ერთი ჯამი ფქვილი დააკელით; თუ იმ დღეს ვერ მოასწრობთ მეორედ გავლებას, მეორე დღეს გაავლეთ; თუ კარგი მზიანი დღეებია, ექვსი დღე ეყოფა მზეზე გატანა და თუ არ არის მზიანი დღეები, მაშინ მეტი გაშრობა უნდა; ოღონდ ჩურჩხელა არ გაახმოთ, ისევ რბილი ჩამოსჭერით; ყუთში (ან რაშიაც შეინახავთ) ჩაუფინეთ რამე და შიგ ჩაალაგეთ, ზევიდან თბილად დახურეთ, ისეთ ალაგას დადგით, რომ არ გაიყინოს და არც სიცხეში, რომ არ გახმეს; ახლად რომ ჩაალაგოთ, სისველე მიეცემა, ეს არაფერია, შემდეგ სისველის დაშაქრდება და გათეთრდება.


გემრიელად მიირთვით!

 



0 нравится
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: aks75 | ტეგები: სხვადასხვა, რეცეპტები, გემრიელი, ჩურჩხელა
ნანახია: 5001 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]