მასალა: - 2 ჩაის ჭიქა ფქვილი,
- 2 ჩაის ჭიქა რძე,
- 4 ცალი კვერცხი,
- 1 ჩაის კოვზი მარილი,
- 50 გრ. ერბო,
- ცალკე შაქარი ან მურაბა.
მომზადება: თუ ბლინს მაგიდაზე მიიტანთ მართო შაქრით ან მურაბით, მაშინ ცომი ასე მოამზადეთ: კვერცხის გული და ცილა კარგად გათქვიფეთ ცალ–ცალკე, ჩააყარეთ შიგ 2 ჩაის ჭიქა ფქვილი და აურიეთ 2 ჩაის ჭიქა ცოტა მარილიან რძეში.
როცა ცომი რძეში კარგად გაიხსნება, შეწვით ბლინები ჩვეულებრივი წესით, თითო ბლინი ოთხად დაკეცედ, კიდევ შეწვით. მიტანის დროს მოაყარეთ ლიმონის ქერქზე დასრესილი შაქრის ფხვნილი ან თან მიატანეთ მურაბა.
გემრიელად მიირთვით!
|