ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.
ქრონიკული ბრონქიტის დროს
5 გ ან 1 ს/კ ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ თბილი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
6 გ ან 2 ს/კ ტუხტის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათს დააყენეთ, მიიღეთ ცხელი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ტუხტის ფესვის ცივი ნაყენი ასე მზადდება: 5-6 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 1 საათის განმავლობაში დააყენოთ და მიიღოთ 1 სადილის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.
ტუხტის ფესვის ცხელი ნაყენი: 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, ადუღეთ 6-7 წუთს, გააცივეთ. მიიღეთ თბილი, 2 სადილის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.
ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალოეს ოთხი დიდი ფოთოლი და დააყენეთ ოთხი დღის განმავლობაში. შემდეგ დანაყეთ და მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.
მწეველთა ბრონქიტის დროს
1 ჩ/კ ცხენისწაბლას ყლორტის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 30 მლ დღეში 4-ჯერ.
ქრონიკული მშრალი ბრონქიტის დროს
აურიეთ ერთმანეთში მაყვალის ფოთოლი და გულყვითელას ყვავილი თანაფარდობით 2:1. 4 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთს დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.
გახანგრძლივებული ბრონქიტისას
ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთოლი, ღორის ქონი და თაფლი თანაფარდობით 1:2:2, გემოვნებისამებრ დაამატეთ ნიგოზი ან ვანილი და 5 საათით შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მიიღეთ რძით, თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. აურიეთ ერთმანეთში ხახვის წვენი და თაფლი (თანაფარდობით 1:1), მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ.
ბავშვებისთვის
ღორის ქონში შეწვით 2 კვერცხი და მოაყარეთ მარილი. როდესაც გაცივდება, ბავშვს მკერდზე დაადეთ და მთელი ღამით დაუტოვეთ.
აიღეთ 500 გ ხახვი, წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ 400 გ შაქარი და 50 გ თაფლი, კარგად აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 3 საათს. გააცივეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 4-6-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღეა. შეგიძლიათ, კურსი ერთი თვის შემდეგ გაიმეოროთ.
ამოსახველებელი საშუალებები
1-2 ჩ/კ ანისტულის ნაყოფს დაასხით 200 მლ მდუღარე და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
10 გ (2 ს/კ) ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე. მიიღეთ თბილი, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
სპირტზე ხარისჩლიქას ფესვის ნაყენის მოსამზადებლად 20 გ ნედლეულს დაუმატეთ 200 მლ სპირტი. მიიღეთ 15-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ. ხარისჩლიქას შხამიანი მცენარეა, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და მკაცრად დაიცავით დაწესებული დოზები როგორც პრეპარატის მომზადებისას, ისე მისი მიღებისას! ხარისჩლიქას მიღება აკრძალულია სტენოკარდიისა და ორსულობის დროს!
20 გ (1 ს/კ) ფურისულას ფესვს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
2 ს/კ ძირტკბილას ფესვს დაასხით 400 მლ მდუღარე, 2 საათით დააყენეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამამდე.
20 გ სალბის ბალახს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. სალბის პრეპარატების მიღება აკრძალულია ნეფრიტის (თირკმლის ანთება) და ძლიერი ხველის დროს!