მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა


საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
სამკურნალო რეცეპტები [21]
სამკურნალო მცენარეები [83]
სასარგებლო ხილი [12]
სასარგებლო რჩევები [9]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ლეღვი - სასარგებლო და სამკურნალო
11:48 AM
ლეღვი - სასარგებლო და სამკურნალო

                                    

ლეღვი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასევე ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში, დაღესტანსა და ყაზახეთში, ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში.
მცენარე ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (400-მდე სახეობა). ნაყოფი განსხვავებულია ზომით (პატარა, საშუალო და დიდი), ფორმით (მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, წაგრძელებული), ფერით (მოყვითალო, წითელი, თეთრი, შავი,  ვარდისფერი და იისფერი). წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში ასე არ არის. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის ბაღისა თუ ტყისა (ანუ ველური), მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისთვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს.


გრილ რეგიონებში ლეღვი შედარებით გვიან მწიფდება, ცივ ადგილებში საერთოდ ვერ ასწრებს დამწიფებას და ზამთრის მოახლოებისას ხეზე მისი უმწიფარი ნაყოფი რჩება. ამ უკანასკნელის საკვებად გამოყენება არ შეიძლება, უფრო მეტიც - სახიფათოა. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%-საც კი მიაღწიოს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს - ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის  ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად, სასარგებლოა ართრიტით დაავდებულთათვის. ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ, თუმცა ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

 

სასარგებლო რეცეპტები

  • თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ ლეღვის 4-5 ცალი ნაყოფი და ერთ ჭიქა მდუღარე რძეში დაალბეთ, რამდენიმე წუთს გააჩერეთ და შემდეგ კარგად გაქენით. მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-4-ჯერ, თბილი.
  • ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის დროს ორ ჭიქა რძეში წამოადუღეთ ლეღვის 6 ცალი ნაყოფი (ადუღეთ, ვიდრე რძეს მესამედი არ დააკლდება). მიღებული ნახარში შეათბეთ და შესვით ყლუპ-ყლუპად, დღეში რამდენჯერმე, მეოთხედი ჭიქის ოდენობით.
  • შეკრულობის დროს რეკომენდებულია დილით, უზმოზე, ზეითუნის ზეთში დამბალი ლეღვის რამდენიმე ნაყოფის მიღება.
  • კოჟრების დასარბილებლად და გასაქრობად ფეხები ცხელ აბაზანაში დაილბეთ და კარგად გაიმშრალეთ, დაიდეთ ზედ ლეღვის ორად გაჭრილი ნაყოფი, შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ.
  • ფურუნკულების გასახსნელად და ჩირქოვანი ჭრილობების გასაწმენდ-მოსაშუშებლად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე ორთქლში დამბალი და ფაფასავით გაქნილი ლეღვის ნაყოფის საფენების დაწყობა.


    წყარო: http://mkurnali.ge
კატეგორია: სასარგებლო ხილი | ნანახია: 3255 | დაამატა: aks75 | ტეგები: სასარგებლო, ლეღვი, mcenareebiმცენარეები, sasargeblo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0
1 Honeysuckle   [მასალა]
I'm so glad I found my solution olnine.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]